"გაბუნიას ერთ დროს ბერობა უნდოდა, რამდენია ასე წამოსული ეკლესიიდან... მრევლი და სამღვდელოება არანაკლებ ცუდად იქცევა"
სოც.მედია - 14:43, 25 May, 2018     20738
"რუსთავი2"-ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას და ამასთან დაკავშირებით მეუფე იობის და საპატრიარქოს რეაქციას, სოციალურ ქსელში დედა სიდონია ეხმაურება:

აი, რას ვფიქრობ

არც ჩემთვისააა სასიამოვნოდ მოსასმენი

მსგავსი საუბრები ღვთისმშობელზე.

მაგრამ ვფიქრობ, როდესაც აგრესიას ავლენენ,

მრევლი და სამღვდელოება არანაკლებ ცუდად იქცევა.

გაბუნიას არ ვიცავ, მაგრამ, სხვათა შორის, სტიქაროსანი იყო და ერთ დროს ბერობა უნდოდა.

რამდენია ასე წამოსული ეკლესიიდან.

როცა სულიერი კრიზისები ეწყებათ, მაშინ რატო არ ვუდგავართ მხარში? მაგრამ მაშინ ყველა მაგარია ამპარტავანოს ძახილში!

მერე თავისი პროტესტები ჯერ ფერად თმასა და საყურეებში გამოხატა, მერე კი - ამ ფორმით.

რეალურად, არავინ იცის, რა ენატრება ძველი პერიოდიდან, რაზე სწყდება გული და ა.შ

ვინმე დაუჯდა და დაელაპარაკა პირისპირ?

რაც შეეხება მეუფე იობს.

მას პირადი რისხვის გამო, უფლება არ აქვს, წყევლა და შეჩვენება გამოიყენოს, ეს იმას ნიშნავს, რომ მღვდელმთავრის ღირსებას იყენებს პირადი რისხვის გამოსავლენად. შეჩვენების უფლება მხოლოდ კრებას აქვს და არა- ცალკეულ მღვდელმთავარს. ამბობენ, წმინდა ნიკოლოზმა ხელი გაარტყა არიოზსო გმობისთვის, მაგრამ არ შეუჩვენებია.

ანათემას, შეიძლება კრებულმა გადასცეს ერეტიკოსი, და არა - ერთი დაბნეული ადამიანი.

გული მტკივა რომ, კაცობრიობის არსებობის ალფა და ომეგა არავის ახსოვს. (ყოველ შემთხვევაში ქმედებებში ასე ჩანს)

და, ამ გაუთავებელ ავანტიურასა და აგრესიაში ვსპობთ სიყვარულსა და სიხარულს- მცნებათა შორის უპირატესს!

... ისე, თუ ტელევიზიას ერთი კონკრეტული გადაცემისა და ჟურნალისტის გამო ვუცხადებთ ბოიკოტს, საპატრიარქოს, თუნდაც ერთი ჩემნაირი უღირსის გამო (უღირსები კი მას მრავლად ჰყავს) ვინ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი და რა ფორმით?

სიყვარულით, დედა სიდონია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42