საზოგადოებაში დაპირისპირების და აგრესიის გაჩენა დააზიანებს საქართველოს ინტერესებს - ანა ნაცვლიშვილი
პოლიტიკა - 13:55, 25 May, 2018     1017
საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტი მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საზოგადოებაში დაპირისპირების და აგრესიის გაჩენა დააზიანებს საქართველოს ინტერესებს და ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების ინტერესში, ამიტომ ყველამ პატივი უნდა კონსტიტუციას. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესი ბოძია, რაზეც დგას ქვეყნის დემოკრატიული - დღევანდელი და ხვალინდელი დღე და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს.


,,რაც შეეხება ამ კონკრეტულ გამოხმაურებას, რა თქმა უნდა, ეკლესიას, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, აქვს უფლება რაღაც მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს და აქვს უფლება, რომ რომელიმე ტელევიზიას არ ეთანამშრომლოს.

მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, არანაირი ძალადობა არ განხორციელდეს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე და მედიასაშუალებებზე - ისინი იყვნენ დაცული საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი ბოძი, რაზეც დგას ქვეყნის დემოკრატიული - დღევანდელი და ხვალინდელი დღე და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს.

ამ გაგებით, ხელისუფლება და სახელმწიფო ვერ გახდება ცენზორი. ეს დაუშვებელია, იქნება ეს რელიგიური მოტივაცია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, თუ სხვა საკითხები, ცენზურა დაუშვებელია - ამას ამბობს ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო და არასოდეს საქართველო თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვან მანძილზე არ ყოფილა თეოკრატიული სახელმწიფო.

ჩვენ მუდმივად ვიყავით სეკულარული სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო და ეკლესია არის გამიჯნული და მათ აქვთ თავისი ფუნქციები, მიზნები და სამოქმედო არეალი. ეს იყო ისტორიულად ჩვენი სახელმწიფოს არქიტექტურა. ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ამ ისტორიულ ტრადიციას, ისევე, როგორც უნდა ვცეთ პატივი იმ ქვეყნის კონსტიტუციას რომელშიც ვცხოვრობთ და ერთმანეთის უფლებებს.

რა თქმა უნდა, უპირველესი მაინც არის ის, რომ ჩვენ არ ვიმოქმედოთ და არ დავაზიანოთ ამ ქვეყნის ინტერესები, რომელიც ცალსახად იქნება შემასუსტებელი ჩვენი და ჩვენი არაკეთილმოსურნე ძალების წისქვილზე დაასხავს წყალს“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42