„ერის გახლეჩვის დრო არ არის... კრიტიკულ მომენტში მეტი ზომიერება, ქრისტიანული თავშეკავება გვმართებს - მამუკა გამყრელიძე საპატრიარქოს განცხადებაზე
პოლიტიკა - 13:14, 25 May, 2018     1137

ღია პლატფორმის წევრი, ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე საპატრიარქოს განცხადებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ეხმაურება:

“მგონია, რომ საქმე გვაქვს ორმხრივ პროვოკაციასთან. მინდა ჩემი აზრიც გამოვთქვა.

მივყვეთ მარტივ ლოგიკას. ჩვენ ევროპის და დასავლური ცივილიზაციის ნაწილად მოვისაზრებთ თავს და ამიტომ ლიბერალურ ფასეულობებს ვირჩევთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ დასავლური ცივილიზაცია ეფუძნება რომაულ სამართალს, ბერძნულ ფილოსოფიასა და ქრისტიანულ მორალს ! ქრისტიანულ მორალს ხალხო !!! მისთვის დამახასიათებელ მოკრძალებას, თავშეკავებას და ზომიერებას !!!

მე პატივს ვცემ ადამიანის იმ ფუნდამენტურ უფლებას, რომელსაც სიტყვის თავისუფლება ჰქვია, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა უფლებებიც. თუ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ მისი ფუნდამენტი არა მარტო უმცირესობის აზრის გათვალისწინება, არამედ უპირველეს ყოვლისა უმრავლესობის აზრის გადამწყვეტი მნიშვნელობაა.

ჩვენი ქვეყნის უდიდესი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და გარკვეული ეკლესიურობითაც გამოირჩევა. მოსწონთ ეს თუ არა მავანთ, რომლებიც თავს ლიბერალებად თვლიან, მაგრამ სინამდვილეში ნეოლიბერალიზმის მიერ დამახინჯებულ ფსევდოჰუმანისტურ შეხედულებებს ახვევენ თავს მოსახლეობას, მათ მოუწევთ მოსახლეობის უმრავლესობის აზრის გათვალისწინება !

ყველამ კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ, მაგრამ ახლა არც ერის გახლეჩის და არც რყევების დრო არ არის. ქრისტიანული ზომიერება და თავშეკავება გვმართებს ყველას !

P.S. Giorgi Gabunia -ს ჩემს მეგობრად ვთვლი, ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვალდებული ვარ შევახსენო, რომ მას ახლა მიკროსკოპით აკვირდებიან. უმაღლესი დონის პროფესიონალია და მიხვდება, რომ არა პრინციპების უარყოფას, არამედ კრიტიკულ მომენტში მეტ ზომიერებას ვთხოვ”, - წერს გამყრელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42