საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორში ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების ტრენინგი დაიწყო
პოლიტიკა - 13:03, 25 May, 2018     1281

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო ფინანსების სფეროში დასაქმებული მოხელეებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის საჯარო სექტორში ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სასწავლო კურსი დაიწყო.

კურსის მიზანია საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების შედგენის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ნორმებისა და წესების შესწავლა.

სასწავლო კურსი 3 კვირას გაგრძელდება და მსმენელებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა საჯარო სექტორში ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართულებით.

სასწავლო კურსის გავლისა და ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემდეგ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი მსმენელს შესაბამის დიპლომს გადასცემს.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბაზაზე 2011 წელს ჩამოყალიბდა. ინსტიტუტი საჯარო სექტორის აუდიტორთა პროფესიულ განვითარებასა და ამით საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

ინსტიტუტში მუშაობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე აგებული სასერტიფიკაციო და ტრენინგ პროგრამები.

ინსტიტუტის ექსკლუზიური ფუნქციაა საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება.

სასერტიფიკაციო პროგრამის გავლისა და შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ სერტიფიცირებულ პირებს ენიჭებათ საჯარო სექტორში აუდიტორული საქმიანობის უფლება.

საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების წესი და პირობები საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა 2013 წელს დაამტკიცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42