"რეფორმები, რომლებსაც ენერგეტიკაში გავატარებთ, მნიშვნელოვანია და ბაზრის სრულ ლიბერალიზაციას გამოიწვევს“ - ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 12:34, 25 May, 2018     591

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს თბილისში სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სამიტი გახსნა. ღონისძიებაში ქართული მხარის გარდა მონაწილეობენ აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სამიტი მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსია, რომელიც განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე აქტიური ენერგეტიკული თანამშრომლობის დადებით შედეგებს. მიმდინარე ფორუმზე განიხილება სამხრეთ კავკასიის რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და კავშირების განვითარების საკითხები, ასევე რეგიონული ენერგეტიკული კავშირების გაუმჯობესების გზები, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება და ბუნებრივი აირის/ელექტროენერგიის მიწოდების მდგრადობა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აქცენტი გააკეთა რეგიონალურ თანამშრომლობაზე, რაც ითვალისწინებს როგორც ტექნიკურ, ასევე მარეგულირებელ საკითხებს და დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიისა და სამეზობლო ქვეყნებისთვის ენერგეტიკული მდგრადობის უზრუნველსაყოფად. „სამხრეთ კავკასიის მაღალი დონის დიალოგი „ევროპა ენერგეტიკისთვის“ - ეს არის პლატფორმა, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ჩვენი ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე ვსაუბრობთ ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ. ამ პლატფორმის მთელი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკული ბაზრები არის მცირე და შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვექნება ერთმანეთთან კარგი კავშირები და ჰარმონიზებული კანონმდებლობა, ინვესტორები უფრო თამამად განახორციელებენ ინვესტიციებს ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკულ ბაზრებზე. შესაბამისად, საბოლოოდ მომხმარებელი უფრო კონკურენტუნარიანი ფასით მიიღებს ენერგომატარებლებს, მათ შორის ელექტროენერგიას“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს პირველი ვიცე პრემიერის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი საკითხებია, თუ რა ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს და როგორ მოხდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან: „ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ვალდებულება გვაქვს აღებული. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრები, შესაბამისად, საკმაოდ მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ გავატარებთ შემდეგი 2 წლის და შემდგომ კიდევ 5 წლის განმავლობაში, რამაც ბაზრის სრული ლიბერალიზაცია უნდა გამოიწვიოს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს უფრო კონკურენტული ფასით და შესაბამისად, სწორი გადანაწილებით მიეწოდოს ენერგეტიკული რესურსები“.

მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსია ორგანიზებულია „ევროკავშირი ენერგეტიკული მმართველობისათვის“(EU4Energy) პროექტის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით. EU4Energy ინიციატივა მოიცავს ევროკავშირის ყველა დახმარებას, რომელიც ითვალისწინებს ენერგომომარაგების, უსაფრთხოებისა და კავშირის გაუმჯობესებას, ასევე ენერგოეფექტურობის ხელშეწყობას და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნებში, კერძოდ: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთ, ბელორუსი, მოლდავეთი და უკრაინა. აღნიშნულს ინიციატივა ახორციელებს პროექტებისა და პროგრამების დაფინანსების გზით, რომლებიც ეხმარება ენერგობაზრების რეფორმირებასა და ენერგეტიკული დამოკიდებულებისა და მოხმარების შემცირებაში. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს პროცესი ენერგომომარაგებას გახდის უფრო საიმედოს, გამჭვირვალეს და ხელმისაწვდომს, რითაც შემცირდება ენერგეტიკული სიღარიბე და ენერგიაზე გადასახადი როგროც მოქალაქეებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42