"არ გეკითხები, როგორ ხარ!.. ისედაც იგრძნობა, რომ რაღაც ძალიან გტკივა..." - მამა პეტრეს ღია წერილი გიორგი გაბუნიას
სოც.მედია - 12:03, 25 May, 2018     19246

მამა პეტრე გიორგი გაბუნიას ღია წერილით მიმართავს:


"ღია წერილი გიორგი გაბუნიას

გიორგი, სალამი!
არ გეკითხები, როგორ ხარ!.. ისედაც იგრძნობა, რომ რაღაც ძალიან გაწუხებს, გტკივა, განიცდი... ამ ყველაფრის მოსაგერიებლად კი არასწორი მეთოდებით იბრძვი...
ახლოს რომ იყო, მეტს გეტყოდი, მეტს ვისაუბრებდი შენთან, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მომისმენდი, ან საერთოდ გექნებოდა თუ არა შეხვედრის სურვილი, რადგან შენი აზრით მე ხომ ,,ბნელი" ვარ, ბნელ მხარეს ვდგავარ და შენთვის მხოლოდ დასაცინია ეს ,,სიბნელე"...
ამ დროს, გიორგი, სიბნელე იცი რა არის?! შენი კომპლექსების და პატარა ადამიანის სინდრომის დასაფარად სრულიად ერს, ეკლესიას, ღვთისმშობელს და ქრისტეს რომ დასცინი?! კიდევ იცი რა არის სიბნელე?! შენთვის არავივ არის ავტორიტეტი საკუთარი თავის გარდა...
შენ იწვევ საზოგადოებას, მერე ამბობ, აგრესიით მართლმადიდებლობას იცავენო...
აბა მე მკითხე, მინდა იმ ადამიანების მიერ დაცული მართლმადიდებლობა, ვინც ქუჩებში ხელკეტებით დარბის?!
ასეთი ,,მორწმუნეების" მომრავლებაც შენი არასწორი გამოხტომების ბრალია, გიორგი...
რა ვქნათ იმათ, ვისაც არც გიორგი გაბუნიას ,,თავისუფლება" არ ესმის, მაგრამ გმობს აგრესორი ე.წ. ქრისტიანების ,,მარშსაც"?!
იქ, სადაც ერთი იქნება, მეორე აუცილებლად გაჩნდება...
ან რა ცუდად გცოდნია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და თავისუფლების ცნების განმარტება...
შენი ლოგიკით მაქსიმალური სიზუსტით იყენებ ,,სიტყვის თავისუფლებას"... მაგრამ იგივე შენი ლოგიკით, მეორე მხარემ უნდა დაიცვას საკუთარი უფლებები და მრწამსის დაცვის მიზნით გადაგიაროს?! არც ერთ მხარეს არის სიმართლე და არც მეორე მხარეს...
შენი ქმედებები არც ეპატაჟურობაა, არც განსხვავებულობა, აღარც განსაკუთრებულობა... ეს მხოლოდ დემაგოგია, უკომპლექსობის კომპლექსი, შინაგანი წარუმატებლობა და ძალიან მარტივად, კაცობრიობის სიძულვილია... არადა, შენ მიერ ,,ნაქადაგები უფლებები" წესით ჰუმანიზმზე უნდა იდგეს...
შენთვის არავის უთხოვია, მუხლებდაცვეთილი ფორთხავდე ეკლესიის იატაკზე, მაგრამ მეგობრულად გთხოვ, ისე ნუ მოიქცევი, ყველასგან გაირიყო... ოღონდ, გახსოვდეს, ალუდა ქეთელაური ნამდვილად არ იქნები...
შენ ეტყობა საკუთარი დედაც არ გიყვარს, გიორგი... ჩვენ გვიყვარს ქალბატონი ჯულიეტა, ჩვენ გვიყვარს სამყაროს დედა, ღვთისმშობელი და ნუ აყენებ ზეციურ დედოფას შეურაცხყოფას, ასეთი მოჭარბებული აგრესიისგან დაიცავი დედაშენიც...
გიორგი, შემზარავია იმის ყურება, ცხოვრობდე იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის თითქმის მთელ ნაწილს არა მხოლოდ არ უყვარხარ, სიძულვილს ასწავლი... გასაკუთრებით არ უყვარხარ მათ, ვინც კადრს მიღმა ტაშს გიკრავს, რა მაგარი ხარო...
ნუთუ ასე გაუჭირდა შენს ტელევიზიას, რომ ღვთისმშობლის შეურაცხყოფა გახდა აუცილებელი, რეიტინგი ,,დაგედო"?!
დასაწყისში არ გკითხე, მაგრამ ახლა მომინდა მეკითხა, კარგად ხარ?!
ამ დროს, მინდა ძალიან კარგად იყო, გიორგი!"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42