„მე ვარ დედა ეკლესიის ერთგული შვილი. ვამბობ აღსარებას და ვეზიარები. არასოდეს მომიხდენია ამის აფიშირება, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს ჩემი სულის ინტიმური ნაწილია, მაგრამ დღეს მომიწია...
დედა ეკლესიას მწამს და ვუყურებ, როგორც ქრისტეს სხეულს და ქართველი ერის სულიერების განუყოფელ ნაწილს, რომლის გარეშეც ამ ერის არსებობა წარმოუდგენლად მიმაჩნია.
მაგრამ ის, რაც საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებაში ვიხილე, პირადად ჩემთვის ამას, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი და გაუგებარი ფორმა ჰქონდა(ვცდილობ მსუბუქად ვთქვა).
დიდი მოწიწებით მინდა შევნიშნო, რომ ფრაზა - ეკლესიის ერთგულებმა არ მისცენ ინტერვიუ დღეს რუსთავი 2-ს (ხვალ არ ვიცი ვის...), პოლიტიკოსისთვის იგივეა, რომ თერძს ნემსი და ძაფი ხელიდან გააგდებინო. მითუმეტეს, თუ ამ კონკრეტულ არხზე, შეგიძლია თავისუფლად გამოხატო შენი პოზიცია.
ვერავის კარნახით გადავწვეტ, როგორც პოლიტიკოსი, რომელ ტელევიზიას მივცემ ინტერვიუს, მაგრამ როგორც ადამიანი, რომელიც ფიქრობს სულის ცხონებაზე, ჩემს სულიერ პრობლემებზე, ჩემს მოძღვარს დავეკითხები ხოლმე. ამისთვის, მადლობა ღმერთს, ქრისტემ მართლმადიდებლებს საუკეთესო საშუალება მოგვცა - აღსარება, რომელსაც უფალი თავად ისმენს.
p.s. შეგნებულად გვერდი ავუარე იმას, რაც ერთობ უგემოვნო ნახატის პირველივე ნახვის დროს გამიჩნდა, თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიას ნამდვილად ვერაფერს დააკლებენ ყურადღების მიპყრობის ჟინით შეპყრობილნი, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი მაინც ძლიერი ინსტიტუტის პოლიტიკური რეაქცია აღმოჩნდა“ - წერს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






