სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-თან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას და ბოიკოტის გამოცხადებას, არასაპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება.
პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული, რის შეზღუდვასაც ხელისუფლება ცდილობს.
„ხელისუფლებას სურს მაქსიმალურად შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება. ის, რომ ძალაუფლება უკვე ეცლება ხელიდან, იმის გამო, რომ მან დაპირებები ვერ შეუსრულა ქართველ ამომრჩეველს და ახლა სურს მაქსიმალურად მოუჭიროს მარყუჭები, ეს ფაქტია. მე ვარ ეკლესიის ერთგული შვილი და აუცილებლად მივცემ „რუსთავი2“-ს ინტერვიუს, რადგან მე როგორც პოლიტიკოსს, აქ მაქვს საშუალება დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, განსხვავებული აზრო“ - აცხადებს ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.
პაატა დავითაიას შეფასებით რელიგიის შეურაცხმყოფელი ქმედება დასაგმობია, თუმცა გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანი ღირებულებაა.
„ღვთისმშობლის მოხსენიება გარდა როგორც სიწმინდისა, სხვა კონტექსტში, ჩემთვის როგორც მართლმადიდებლისთვის მიუღებელია, მაგრამ არის მეორე საკითხი - ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, სიტყვისა და თავისუფალი აზრის გამოთქმის, რაც გარანტირებული უფლებაა ნებისმიერი ადამიანის და ნებისმიერი ადამიანი გამოხატავს ამას ისე, როგორც თვლის. აქედან გამომდინარე, „რუსთავი2“-ზე გადატანა აქცენტების, რომ ტელევიზია ბრლაშია რაღაცის, არის მიუღებელი,“-განაცხადა ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






