„დაე, იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი ამ სადისტური მკვლელობის, მაგრამ არ დავუშვათ მომავალი თაობის განადგურება და შერჩევითი სამართალი“ - ზაზა სარალიძე
სოც.მედია - 00:25, 25 May, 2018     30142
„დაე იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი ამ სადისტური მკვლელობის მაგრამ არ დავუშვათ მომავალი თაობის განადგურება,რაც დიდი ალბათობით დაიწყება იმ შემთხვევაში თუ სამართალი არ იზეიმებს“ - ამის შესახებ ზაზა სარალიძე ფეისბუქის გვერდზე წერს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარში დაუდგნენ, რათა არ დაუშან ქვეყანაში შერჩევითი სამართალი.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც გამოხატა ჩემი შვილის მხარდაჭერა

მე მჯერა საზოგადოების მხარდაჭერით მივაღწევ ჭეშმარიტებას და სრულიად ნათელი მოეფინება ამ სადისტურ მკვლელობას.

ისევდა ისევ მოგმართავთ თხოვნით,რომ გვერდით დამიდგეთ სიმართლის პოვნაში.

ძალიან გთხოვთ არ დაუშვათ იმის გააზრება რომ თითქოს რომელიმე კონკრეტულ პარტიას მივმართე დახმარებისთვის,რასაც ვხედავ დღესდღეობით თითქოს და კონკრეტული პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე ვგეგმავ აქციებს.

მოგმართავთ სრულიად საქართველოს და საქართველოს ყველა სრულ უფლებიან მოქალაქეს.არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელი პარტიის წარმომადგენელია და ვინ რა სფეროს თანამშრომელია.მივმართავ ყველა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს.მივმართავ ყველა ელიტარულ საზოგადოებას.მივმართავ ნებისმიერ ადამიანს ვინც გულთან მიიტანა ეს ტრაგედია.

მივმართავ დედებს, მამებს, ძმებსა და დებს.

ჩემი მიზანია მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობის აღგდგენა და არ დავუშვა შერჩევითი სამართალი.

მე ზაზა სარალიძე, სადისტურად მოკლული დავით სარალიძის მამა მოგმართავთ დამიდგეთ გვერდით.

მე 2 დეკემბერს მომკლეს ჩემ შვილთან ერთად და დღეს ჩემი შვილს მეორედ და სადისტურად კლავს ის პირები ვინც ცდილობს დამნაშავეების დამალვას.

ჩემს უკან დგას ახალგაზრდები რომლებიც ელოდებიან სამართლიანობის აღგდგენას და შურის ძიების წყურვილით არიან შეპყრობილნი.

როგორც კი შეამჩნევენ რომ სიმართლეს ვერ ვაღწევ თავად გადავლიან იერიშზე და დაიყება მოზარდების ომი.

დაე იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი ამ სადისტური მკვლელობის მაგრამ არ დავუშვათ მომავალი თაობის განადგურება,რაც დიდი ალბათობით დაიწყება იმ შემთხვევაში თუ სამართალი არ იზეიმებს.

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა ადამიანს ვინც შევაწუხე და შევაწუხებ ჩემი ოჯახის ტრაგედიით“ -წერს ზაზა სარალიძე.

ცნობისათვის, ხვალ 25 მაისს ზაზა სარალიძე, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის ადგილას, ჟრნალისტებისთვის სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42