კახა კალაძე იტალიური ხელოვნების გამოფენის გახსნას დაესწრო
პოლიტიკა - 21:25, 24 May, 2018     1198

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დიდი იტალიური ხელოვნების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.

დედაქალაქის მერმა გამოფენა საქართველოში იტალიის ელჩთან, ანტონიო ენრიკე ბარტოლისთან და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად დაათვალიერა.

კახა კალაძემ გამოფენის ორგანიზატორებსა და იტალიის საელჩოს მსოფლიო შედევრების თბილისში გამოფენისთვის მადლობა გადაუხადა.

გამოფენა პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილია ტიციანის „ღვთისმშობელი ყრმით“ და რენესანსის დიდოსტატები - ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევარი.

ნამუშევრების ავტორებს შორის ასევე, არიან რენესანსის პერიოდის ისეთი დიდოსტატები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები. გალერეაში წარმოდგენილია თანამედროვე იტალიური ხელოვნების - გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის გამოფენაც, რომელიც 18 იტალიელი მხატვრის ნამუშევრებს აერთიანებს.

აღნიშნული პროექტი იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის შედეგია. ინიციატივის მხარდამჭერები არიან იტალიური მხრიდან - იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პროგრამა VivereALL’Italiana, ხოლო ქართული მხრიდან კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

იტალიური ხელოვნების გამოფენა ეროვნულ გალერეაში 26 აგვისტომდე გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42