ვარაზისხევი კატასტროფის საშიშროების წინაშე - უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სეისმოლოგები და მეტეოროლოგები მმართველი გუნდის წევრებს ხვდებიან.
სეისმოლოგები და მეტეოროლოგები პარლამენტში დეპუტატებს იმ რეზონანსული კვლევის შედეგებს აცნობენ, რომლის მიხედვით დედაქალაქის ამ ნაწილში ტექნოგენური კატასტროფა გარდაუვალია.
სპეციალისტების დასკვნაში აღნიშნულია, რომ თუ მაისი-ივნისისთვის დამახასიათებელი უხვი ნალექი მოვა არ არის გამორიცხული, რომ სტიქიური უბედურება ამჯერად ვარაზისხეობას და მის ჭალაში მცხოვრებ ადამიანებს დაემუქროს.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება არ შეიძლება.
„იქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ან ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოები უნდა შეწყდეს და ჩვენი აზრით, ის უხეში ჩარევა, რითაც ჩაერია ადამიანი გარემოში, კერძოდ, გამოთხარა მეწყრის ძირი, გამაგრებითი სამუშაოები აუცილებლად უნდა ჩატარდეს,“ - განაცხადა გოდოლაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






