ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ულოცავს
პოლიტიკა - 19:28, 24 May, 2018     1147

გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მისალოცი წერილი მიიღო:

"თქვენ და საქართველოს მოქალაქეებს ჩემი თანამემამულეების სახელით და პირადად მე გულითადად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - 26 მაისს.

წელს ეს დღესასწაული თქვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულია, რადგან სწორედ, წელს სრულდება 100 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან.

გერმანია და საქართველო ძალიან დიდი ხანია მეგობრულად და მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რაშიც ასევე წვლილი მიუძღვით გერმანელ ემიგრანტებს, რომლებიც 200 წლის წინ თქვენს ქვეყანაში ჩამოვიდნენ.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წარმატებით გავაგრძელებთ მოღვაწეობას ჩვენი ბრწყინვალე ურთიერთობების გაღრმავებისთვის პოლიტიკის, ეკონომიკისა თუ კულტურის სფეროებში.

ამ საქმეში თავის წვლილს შეიტანს საქართველოს წარდგენა საპატიო სტუმრის სტატუსით ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ისევე როგორც ეს მოხდა გერმანია-საქართველოს წლის ფარგლებში 2017 წელს.

მისი პირველი დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველომ ცვალებადი ისტორია გაიარა. მოხარული ვარ, რომ თქვენმა ქვეყანამ გასულ წლებში წარმატებით გააგრძელა პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაციისა და ევროპასთან დაახლოების გზა.

გერმანია მომავალშიც დაეხმარება საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში.

პირადად თქვენ გისურვებთ ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნას, საქართველოს კი ვუსურვებ მშვიდობას, თავისუფლებას, ერთიანობასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42