თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე - საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, მაჩალიკაშვილის ოჯახი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულია. მისივე განცხადებით, საზოგადოება დეტალურ ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მიიღებს:
„გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულია მაჩალიკაშვილების ოჯახი. საგამოძიებო მოქმედებებზე, მას შემდეგ რაც ამოიწურება, საქართველოს პროკურატურა დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. ამ ეტაპზე, ვერ გიპასუხებთ, იკვეთება თუ არა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს მაქსიმალურად ეფექტიანად, სწრაფად და მას შემდეგ, რაც დასრულდება, მივაწვდით ყველას ინფორმაციას“, – განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა, მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






