26 მაისს თბილისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა
პოლიტიკა - 14:25, 24 May, 2018     1081
საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს.

ანდჟეი დუდა თბილისში, 26 მაისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღინისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულს მიულოცავს.

გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილა და მადლობა გადაუხადა ანდჟეი დუდას გაეროში მიმდინარე განხილვებში საქართველოს მხარდაჭერისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპაციასა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შედგა.

"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრობლემატიკაზე გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა მისი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პოლონეთისაგან", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონო საუბრისას.

პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას ნატო- ს მომავალი სამიტის სამზადისი განიხილეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42