აღნიშნული განცხადება შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ საუბრისას გააკეთა.
"მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი მიცემულია პასუხისგებაში. ეს პროცესი ბოლოშია გასული და იმედი გვაქვს დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. რაც შეეხება დანაშაულის დაფარვას, ამ მიმართულებით შს სამინისტრომ სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა. ჩატარებული არის ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. დანაშაულის დაფარვის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 5 პირის მიმართ, რაზეც ინფორმირებულია საზოგადოება და დაზარალებულები. არც ერთი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მირზა სუბელიანის მიერ სისხლის სამართლის რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით",- განაცხადა შოთაძემ.
მისივე თქმით, მირზა სუბელიანის სახელს ხშირად ახსენებენ, თუმცა არასდროს უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ სუბელიანის ოჯახის სამი წევრი სიხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა პროკურატურამ დანაშაულის დამალვის საქმეზე.
რაც შეეხება „რუსთავი ვიდეოჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, გამოძიების პროცესში მოპოვებულ“- ის მიერ გავრცელებულ კადრებს, მთავარი პროკურორი ამბობს, კადრები ამოღებულია თავად გამოძიების მიერ.
"ამ ვიდეოჩანაწერის საზოგადოებისთვის მიწოდება, რომ თითქოს ეს რამე ახალია და გამოძიება და პროკურატურა ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ, არის სიცრუე. ადვოკატებმა იციან ამ ვიდეომასალის შესახებ, ეს მასალებია გაცვლილია, ყველა მხარეს, ვისაც უნდა ჰქონოდა ეს მტკკიცებულება, აქვს",- განაცხადა შოთაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






