აღნიშნულს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი „ნიუპოსტთან“ საუბისას ეხმაურება და ინიციატივას „ხარკის გადახდას“ უწოდებს:
„თავის დროზე ჩვენ ვთვლიდით, რომ ეს იქნებოდა გარკვეული ხარკის დაწესება ადამიანებისთის, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან და იმ ქალაქში, სადაც სამუშაოს შოვნა ფაქტობრივად შეუძლებელია, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი ნაწილი ტაქსაობს და 100 ათასობით ტაქსი გადაადგილდება დედაქაქში, შესაბამისად ის, რომ ამ ადამიანებს 50 ლარის გადახდა მოუწევთ მხოლოდ პირველ ეტაპზე და შემდეგ რაღაც გარკვეული პროცედურების გავლა, ცოტა არ იყოს ნამდვილად მძიმე აპათეურ მდგომარეობას ჰგავს, როცა თბილისის პრობლემების მოგვარებას უყურებენ ისე, რომ თურმე ადამიანებისგან უფრო მეტი გადასახადი უნდა ამოიღონ, თურმე ადამიანებს კიდევ უფრო მეტი რეგულაციები უნდა დაუწესონ, თურმე ევროპული ტაქსი უნდა იყოს დედაქალაქში, რაც მათ ეკუთვნით, მათი გასაკეთებელი რაც არის ამაზე არ ფიქრობენ. მაგალითად ევროპული საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ გვჭირდება და არა ის ყვითელი ავტობუსები, რომლებიც იწვის, ბოლავს და აუდიტის სამსახურმაც თქვა, რომ ტექნიკურ დათვალიერებას არ გადის. იგივე ევროპულ პენსიაზე რომ იფიქრონ, ევროპულ დასაქმებაზე რომ იფიქრონ, ევროპულ სოციალურ დახმარებაზე რომ იფიქრონ, როცა დედაქალაქში ლარად კვებავენ სოციალურად დაუცველებს. ამ მიმართულებით რომ იფიქრონ ევროპაზე, ევროპას რომ დაეწიონ ეკოლოგიის ფარგლებში, მშენებლობების ფარგლებში, არა, პირდაპირ რაც მათ ეხებათ და მათი გასაკეთებელია მოზამბიკის კანონებით მოქმედებენ, როცა უკვე ადამიანებისგან არის რამე ამოსაღები, მაშინ ევროპული გადასახადი და ევროპული დონის ტაქსი უნდა იყოს.
ტაქსისტი, რომელიც რაღაც ლიცენზიაში, რაღაც ნაჯღაბნში გადაიხდის 50 ლარს, ამით ტაქსის მდგომარეობა გამოკეთდება? ტექნიკური მდგომარეობა გამოსწორდება? წვერს გაიპარსავს 50 ლარის გადახდის შემდეგ თუ კრიმინალი აღარ იქნება? რას გულისხმობს ამ 50 ლარის გადახდა? თუ რეგისტრაცია უნდოდათ, გაეკეთებინათ უფასო რეგისტრაცია, რატომ უძვრებიან ადამიანებს ჯიბეში? წინასაარჩევნო პერიოდში ხარკის აკრეფას იწყებს დედაქალაქის მთავრობა. 50 ლარი გაამრავლეთ 200 ათასზე მინიმუმ და ნახავთ რამდენ ფულს ამოგლიჯავდნენ ადამიანებისგან, ეს არის დამატებითი გადასახადი და არაფერი აქვს საერთო ვინმეს სიკეთესთან, მითუმეტეს თბილისელების კარგ მომსახურებასთან“, - აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






