„ინტერვიუ გვაქვს თუ გამოძიება?“ - გრიგორი კარასინი ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე
პოლიტიკა - 13:25, 24 May, 2018     1671

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა - რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა. როგორც კარასინმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას განაცხადა, „არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევა ტრაგედიაა“:

„ვხვდებით, რომ განვიხილოთ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა. ვიმსჯელებთ ვაჭრობაზე, ტრანსპორტზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე, მოხარული ვარ, რომ ეს სამუშაო შეხვედრა ჩაინიშნა. რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის საკითხს, ერთის თქმა შემიძლია, რა თქმა უნდა, ეს ტრაგედიაა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ განმეორდეს. თუმცა, ეს თემა განიხილება ჟენევის დისკუსიების ფორმატში, ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოც, სამხრეთ ოსეთიც და საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოძიება დასრულდეს და ყველა კითხვა მოიხსნას“, – აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა რუსეთი მომხდარზე პასუხისმგებლობას, კარასინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მსგავსი სამწუხარო ფაქტები მომავალში აღარ უნდა განმეორდეს.

„ინტერვიუ გვაქვს, თუ გამოძიება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ნამდვილად ტრაგედიაა. ჩვენ არ გვსურს, ასეთი სამწუხარო ფაქტები მომავალში განმეორდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და რამდენადაც ვხვდები, ამ თემაზე პირდაპირი საუბარი მიმდინარეობს საქართველოსა და ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის“, – განაცხადა კარასინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42