აბაშიძე-კარასინის შეხვედრა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გრიგორი კარასინთან შეხვედრას არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეებზე საუბრით დაიწყებს. აბაშიძემ ამის შესახებ „საზოგადობერივ მაუწყებელთან“ საუბრისას განაცხადა:
„რა თქმა უნდა, შეხვედრის დასაწყისში ყურადღებას გავამახვილებ იმ დრამატულ ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, ოთხოზორიას საქმე. ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავეები დაისაჯონ და არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გავჩერდებით. არსებობს თანამეგობრობის, ჩვენი პარტნიორების ჩართულობა, სამართლებრივი ბერკეტები. ჩვენ ამას ვიყენებთ და კიდევ უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ“, – განუცხადა პირველ არხს ზურაბ აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






