მექსიკის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნება
პოლიტიკა - 13:04, 24 May, 2018     1115
მექსიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მუხრან ვახტანგაძემ მექსიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, ბერნარდო კორდოვა ტელოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-მექსიკას შორის თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების პრიორიტეტები დასახეს. მექსიკელმა დიპლომატმა შეხვედრაზე, მისი ქვეყნის პოზიცია, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის თაობაზე, დააფიქსირა. ბერნარდო კორდოვა ტელოსმა აღნიშნა, რომ მექსიკა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებით დაინტერესებულია, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ დღის წესრიგში დგას თბილისში მექსიკის საელჩოს გახსნა და მექსიკის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის შექმნის საკითხები. მისივე განცხადებით, აღნიშნული თემები მექსიკაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ჩატარდება, კიდევ უფრო გააქტიურდება. მანვე 1 სექტემბერს, ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე, საპარლამენტო დელეგაცია მეხიკოში მიიწვია.

მუხრან ვახტანგაძემ მექსიკელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის. მისივე განცხადებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მექსიკის დაინტერესებას, ქართული მხარე მიესალმება და მზად არის ხელი შეუწყოს მექსიკელი და ქართველი ბიზნესმენების კომუნიკაციას.

ბერნარდო კორდოვა ტელოსი დიპლომატიურ საქმიანობას თურქეთის დედაქალაქში ეწევა და საქართველოს საკითხებს ანკარიდან ფარავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42