სერგი კაპანაძე გიორგი კვირიკაშვილს ახსენებს, რომ ამ პროცესის შეჩერება მისი წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მოხდა.
„აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დიალოგი დავიწყეთ 2012 წელს. მაშინ საქართველოს პრეზიდენტის და პრეზიდენტ ობამას შეხვედრის დროს, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ თემაზე მუშაობა გაჩერდა. პირიქით, მაშინ ჩვენ გვახსოვს პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც პირდაპირ აკრიტიკებდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ამბობდა, რომ თურმე მას არ უნდა ელაპარაკა თავისუფალ ვაჭრობაზე. აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას იმისთვის, რომ სტატიებში იწერებოდა თავისუფალ ვაჭრობაზე და ჩვენ თითქოს აშშ-ს ნებართვის გარეშე ვსაუბრობდით ამ თემაზე. რამდენიმე წელი შემდეგ ეს საკითხი მინელდა. კარგია, რომ ახლა ისევ განახლდა. უბრალოდ დაიკარგა რამდენიმე წელიწადი,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ამერიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, არაერთ სარგებელს მოუტანდა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს.
მასალის გამოყენების პირობები






