საქართველოსა და შეერთებული შტატების სავაჭრო ურთერთობების განვითარება - FoxNews-ის ვებგვერდზე გიორგი კვირიკაშვილის წერილი გამოქვეყნდა
პოლიტიკა - 10:41, 24 May, 2018     1215

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი Fox News-ის ვებ-გვერდზე წერილს აქვეყნებს სათაურით „აშშ-საქართველოს სავაჭრო შეთანხმება ამერიკისთვის სამუშაო ადგილებს შექმნის და ენერგოუსაფრთხოებას გააუმჯობესებდა“.

„ასი წლის წინ ამ თვეში საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა. დამოუკიდებლობა, რომელიც ორ საუკუნეს ითვლის და რომელიც აღნიშნულია მუდმივი ბრძოლით თავისუფლებისთვის. მოკლე ხნის შემდეგ, საქართველოს პირველი რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის მიერ იყო ანექსირებული და ჩვენ გავუძელით 70 წლიან ოკუპაციასა და გარე ძალების დომინირებას“, - ნათქვამია კვირიკაშვილის წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, დღეს საქართველო არის კომერციული და კულტურული ჰაბი, ასევე სასურველი მიმართულება ტურისტებისთვის და დემოკრატია, განვითარებული სამოქალაქო და საჯარო ინსტიტუტებით.

„ამ გზის გავლა აშშ-ის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა. აშშ დარჩა ერთგულ მეგობრად ათწლეულების განმავლობაში. განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში, როდესაც 2008 წელს რუსეთის ინტერვენცია მოხდა და ის აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას”, – ნათქვამია წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს, როგორც დასავლურ ქვეყანას, გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. მათ შორის ერაყის და ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობით. მისივე თქმით, საქართველო NATO-ს ასპირანტი სახელმწიფოა და მისი თავდაცვის ხარჯები უკვე სცილდება ალიანსის მოთხოვნებს.

„ვაჭრობა ჩვენს ქვეყნებს შორის ახლა მოითხოვს გადაუდებელ ყურადღებას, რადგან შესაძლებლობები იმდენად მიმზიდველია, ხოლო შედეგები შორს მიმავალი. ჭკვიანური ვაჭრობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის მტკიცე შეთანხმებით დაიწყება, ჩვენს დღის წესრიგში უნდა იყოს.

პირველ რიგში, ამ შეთანხმებით ამერიკულ კომპანიებს ევრაზიაში ფეხის მოკიდებაში დაეხმარებოდა და გაუხსნიდა გზას ახალი აბრეშუმის გზისკენ, ევროპისა და აზიის 2 მილიარდიანი ბაზრისკენ. საქართველო სწარაფად ხდება ევროპის და ჩინეთის დამაკავშირებელ მთავარ სახმელეთო გზად.

მეორე, სავაჭრო შეთანხმება გააჩენდა ახალ შესაძლებლობებს ენერგეტიკულ სექტორში. სტრატეგიული ადგილმდებარეობის მქონე საქართველო, რომელიც ირანს, რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს, არის ერთადერთი ალტერნატიული გზა ენერგორესურსების მიწოდებისთვის, კასპიის აუზიდან ევროპაში.

და ბოლოს, აშშ-ისა და საქართველოს სავაჭრო შეთანხმება გააჩენდა მეტ სამუშაო ადგილს ამერიკელებისთვის. საქართველომ უკვე გააფორმა კონტრაქტების ამერიკულ კომპანიებთან ანაკლიის პორტის განვითარებისა და ოპერირების თაობაზე”, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაშინ როდესაც საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს და ქვეყანა სულ უფრო მიმზიდველი ხდება, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აშშ-ის სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესებს წინ წაწევს, ხოლო საქართველო კიდევ უფრო მყარად დამკვიდრდება დასავლეთის თავისუფალი ბაზრის ეკონომიკასა და უსაფრთხოების არქიტექტურაში.

„საქართველო რჩება ნათელ წერტილად, ევრაზიის ახალი ეკონომიკურ პარადიგმაში. ხოლო აშშ-ისთვის წარმოადგენს მზადყოფნაში მყოფ და ყველა შესაძლებლობის მქონე მეგობარს”, – წერს პრემიერ-მინისტრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42