საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელობაზე გიორგი კვირიკაშვილი Fox news-ზე გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში წერს. ამერიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, არაერთ სარგებელს მოუტანდა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს.
რომან გოცირიძის შეფასებით 6 წლის განმავლობაში ეს საკითხი იყო გაჩერებული და ეს დაკარგული წლებია.
„ვიმყოფებით ისევ იმ მდგომარეობაში, რაც ვიყავით 2012 წლის ბოლოს, როდესაც დავიწყეთ ამ საკითხზე საუბარი ამერიკის ადმინისტრაციასთან. მაშინ კონიუქტურა იყო გაცილებით უკეთესი, ვინაიდან ობამას ადმინისტრაცია ეწეოდა უფრო ღია საგარეო სავაჭრო პოლიტიკას და რეალურად 6 წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა. ეს არის დაკარგული წლები, დაკარგული შანსები. ეს არის ერთ ადგილზე ტკეპნის პერიოდი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






