დედაქალაქში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები განთავსდება
პოლიტიკა - 11:34, 24 May, 2018     1433
დედაქალაქის მერია პლატფორმაზე - „შენი იდეა ქალაქის მერს“ შესული რამდენიმე საინტერესო იდეის განხორციელებაზე მუშაობას იწყებს, რომელთა შორის ქალაქში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების განთავსებაა.

აღნიშნული იდეების შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

„სულ ცოტა ხნის წინ წამოვიწყეთ ახალი პროექტი, შევქმენით პლატფორმა - „შენი იდეა ქალაქის მერს“, სადაც დედაქალაქის მოსახლეობას მივეცით შესაძლებლობა, რომ თავიანთი ხედვები, იდეები, პროექტები წარმოადგინონ, თუ რისი განხორციელებაა შესაძლებელი ჩვენს ქალაქში. აქტიურობა ძალიან დიდია. ამჟამად, ათი იდეაა განხილვის პროცესში და მათგან ორის შესახებ უკვე დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული. მათ შორის, ერთ-ერთი იდეაა სხვადასხვა ლოკაციაზე ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული იდეის განხორციელება მიმდინარე წელს იგეგმება. აპარატების მოვლასა და ექსპლოატაციას კი, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უზრუნველყოფს.

„გარდა იმისა, რომ იდეა ცხოველებზე ზრუნვითაა განპირობებული, კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს - ცხოველების კვებაში მეტი მოქალაქე ჩაერთვება. ძალიან მიხარია, რომ ასეთი აქტიურობა ფიქსირდება. კიდევ ერთი საინტერესო იდეა, რომელსაც სიამოვნებით ვაქცევთ რეალობად, პოლიეთილენის ბოთლების შემაგროვებელი აპარატების დაყენებაა. ეს იდეა ნარჩენების მართვის იმ სტრატეგიასთან თანხვედრაშია, რომელიც მუნიციპალიტეტს და ზოგადად, ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე აქვს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42