სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებას ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გამოეხმაურა.
„ასეთი ტიპის განცხადებები რუსეთისგან არ მიკვირს. რაც შეეხება, ობიექტურ რეალობას, ქართულმა მხარემ, საკმაოდ მყარი და მტკიცე მტკიცებულებები წარადგინა სასამართლოში, რაც გვაძლევს საფუძველს და იმედს იმისთვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, სადაც რუსეთის მხრიდან კონვენციის ცალკეული მუხლების დარღვევები დაფიქსირდება. ჩვენ ვსაუბრობთ მტკიცებულების ენით, განსხვავებით ცინიზმისგან“, - განაცხადა ლევან იზორიამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში .
რუსეთის იუსტიციის სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ „რუსეთის წარმომადგენლებმა მოსამართლეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მოვლენების დამახინჯებას“.
მასალის გამოყენების პირობები






