თავიდანვე მსურს მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოსთან მიმართებით ვმუშაობთ ნატო-ში გაწევრიანებაზე - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი
პოლიტიკა - 09:33, 24 May, 2018     1139
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სენატის საგარეო კომიტეტის მოსმენისას საქართველოს შესახებ ისაუბრა.

სენატორის კითხვაზე, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინააღმდეგ რუსულ აგრესიას უკავშირდებოდა, მაიკ პომპეომ უპასუხა, რომ შეერთებული შტატები დაეხმარება ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს, რომლებსაც დასავლეთის კურსი აქვთ არჩეული.

„გვაწუხებს რუსეთის აგრესია, რომელიც თავიდან მოლდოვაში დაიწყო, შემდეგ საქართველოს რეპუბლიკას მისწვდა და მოგვიანებით უკრაინაში 10 000 ადამიანი იმსხვერპლა. კიდევ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად საჭირო შეიარაღების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით სამ ხსენებულ რესპუბლიკაში, რათა პუტინის რეჟიმის აგრესია შევაჩეროთ?“- განაცხადა ჯო უოლსონმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კი განაცხადა, რომ დაინტერესებულია იმ ქვეყნების შეიარაღების შესწავლით, რომლებსაც რუსეთი ავიწროვებს.

"არ ვიცი იმ სამი ქვეყნის შეიარაღების საკითხები. სიამოვნებით გავეცნობი საკითხს უფრო დეტალურად. ამ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დიალოგი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გვქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში. თავიდანვე მსურს მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოსთან მიმართებით ვმუშაობთ ნატო-ში გაწევრიანებაზე. ეს ის საკითხებია, რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ ამ ქვეყნების მოსახლეობას სწორი გზით. გასულ წელს ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის იარაღი და სისტემები მიგვეწოდებინა, რასაც ამჟამად იყენებენ. ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი იმ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წარმოჩინებისთვის, რომლებიც დასავლეთის გზას ადგანან,“- განაცხადა მაიკ პომპეომ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42