პარლამენტში ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განიხილეს
პოლიტიკა - 18:14, 23 May, 2018     1082
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ სამუშაო ჯგუფისა და გარემოს დაცვის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე „თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიში წარადგინა.

აუდიტის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია დედაქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების მიზეზებზე. საკითხის შესწავლის დროს გამოვლინდა, რომ 2016 წელს ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ ჰქონდა დედაქალაქში მოძრავი ავტოტრანსპორტის დაახლოებით 76%-ს, ასევე საპატრულო პოლიციას შესაბამისი ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგის ინფორმაციულ სისტემასთან არ ჰქონდა წვდომა და არ იყო ინფორმირებული რომელ ტრანსპორტს არ ჰქონდა გავლილი სავალდებულო ინსპექტირება.

აუდიტის ანგარიშში რამდენიმე სახელმწიფო უწყებას ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების გასატარებლად რეკომენდაციები მიეცა, მათ შორის დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. რეკომენდაციებს შორის იყო მიკროავტობუსების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგის გამკაცრება, ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება და განახლება, ასევე ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატიული ტრანსპორტის დანერგვა; პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობაზე ადმინისტრირების დაბალი მაჩვენებლის აღმოფხვრა, ტექნიკური ინსპექტირების არქონის შემთხვევაში არსებული დაბალი ჯარიმების გადახედვა და სხვა.

რეკომენდაციებსა და აუდიტის სამსახურის მიგნებებზე მოსაზრებები გამოთქვეს აუდიტის ობიექტებმა - თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ასევე პარლამენტის გარემოს დაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა.

„თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიში მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა.

სამუშაო ჯგუფს ანგარიშის პრეზენტაცია ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა წარუდგინა. სამუშაო სხდომას გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე და საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კეკელიშვილი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42