"ხაბარელი ცეცხლზე ნავთს ასხამს... სკამს ნაკლებად მივტირი, გაფუჭებული იყო და შეცვლას ვაპირებდი"- ქევხიშვილი ძიუდოისტების პროტესტს ეხმაურება
პოლიტიკა - 16:52, 23 May, 2018     1463
ძიუდოისტების პროტესტს, რომელიც უკვე 20 დღეა მიმდინარეობს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი მართულ პროცესს უწოდებს. გუშინ ამ პროტესტმა განსაკუთრებული მკვეთრი ხასიათი მიიღო, სპორტსმენებმა ფედერაციის პრეზიდენტს კაბინეტის კარი აუჭედეს, მისი კაბინეტის სკამი გარეთ გამოიტანეს და გადააგდეს. ძიუდოისტების თქმით, სწორედ ქევხიშვილის არასათანადო მუშაობის ბრალია ქართულ ძიუდოში შემქნილი სიტუაცია და ის, რომ ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ.


„სკამს, ამ შემთხვევაში ფიზიკური გაგებით, ნაკლებად მივტირი, იმიტომ რომ გაფუჭებული იყო და შეცვლას ვაპირებდი. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მე დავით ქევხიშვილი, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი დავიცვა და შესაბამისად პოსტს მივტირი. საუბარია იმაზე, რომ ზოგადად ფედერაციის პრეზიდენტის ინსტისტუტს ჭირდება დაცვა. ეს პირველად არ ხდება და ჩვენ სამწუხაროდ დავდივართ ერთ წრეზე. ეს ხდებოდა 2009 წელს, ეს ხდებოდა ადრეც და მე, ბუნებრივია, მაქვს ვალდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამირჩია“- განაცხადა ქევხიშვილმა.

ქევხიშვილის თქმით, ფედერაციაში განხეთქილება უმრავლესობის დეპუტატის, ყოფილი ძიუდოისტის, შოთა ხაბარელის ინტერესებშია.

„ეს არის მართული პროცესი, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ამის უკან დგანან და როგორც მინიმუმ სურვილი აქვთ პროცესების ესკალაციის, იგივე ხაბარელი, რომელიც გამოდის და ძალიან მწვავე განცხადებებს აკეთებს, იგივე ზვიადაური. მათ არგუმენტირებულად საუბარი არ სურთ. ხაბარელი არის სიტუაციის ერთ-ერთი გამამწვავებელი, ესკალაციის მიმცემი, როდესაც ცეცხლზე ნავთს ასხამს, გამომდინარე იქიდან, რომ ის ფიქრობს, შესაძლებელია თვითონაც რამეს გამორჩეს და სარგებელი მიიღოს.“- განაცხადა ქევხიშვილმა გუშინ „იმედის“ ეთერში.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი ფიქრობს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი უნდა გადადეს. მისი მოსაზრებით, ამასთან დაკავშირებით ძიუდოისტებს მყარი არგუმენტები აქვთ. მისი თქმით 2012-2016 წლებში მოხდა ძიუდოს აღზევება და ფედერაციის პრეზიდენტ ქევხიშვილს კვალიფიციური მწვრთნელები სამსახურიდან არ უნდა გაეშვა.

„ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს და საკითხს საღი აზრით უნდა მოუდგეს პრეზიდებტიც იმიტომ, რომ ის არის ერთი, აქეთ კი ნაკრებია", - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

ძიუდოისტების პროტესტი დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებს. სპორტსმენები აქციის გამართვა 17:00 საათისთვის აპირებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42