პრეზიდენტმა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 16:43, 23 May, 2018     1004

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა.

ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო ჯილდოები 23 ოლიმპიურ ჩემპიონს ოლიმპიურ კომიტეტში გადასცა:

ალექსანდრე ანპილოგოვს ოლიმპიურ ჩემპიონს ხელბურთში,

გიორგი ასანიძეს- ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში,

ვახტანგ ბლაგიძეს- ოლიმპიური ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

დავით გობეჯიშვილს- ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში,

ვლადიმერ გოგოლაძეს- ოლიმპიურ ჩემპიონს სპორტულ ტანვარჯიშში,

ზურაბ ზვიადაურს- ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში,

ლევან თედიაშვილს- ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში,

ვაჟა კაჭარავას- ოლიმპიურ ჩემპიონს ფრენბურთში,

გელა კეტაშვილს- ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში,

კახი კახიაშვილს- სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ძალოსნობაში,

მანუჩარ კვირკველიას- ოლიმპიურ ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში,

ქეთევან ლოსაბერიძეს- ოლიმპიურ ჩემპიონს მშვილდოსნობაში,

რევაზ მინდორაშვილს- ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში,

რომან რურუას- ოლიმპიურ ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში,

ნინო სალუქვაძეს -ოლიმპიურ ჩემპიონს ტყვიის სროლაში,

ვიქტორ სანეევს- სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში,

რობერტ შავლაყაძეს- ოლიმპიური ჩემპიონს მძლეოსნობაში,

ლაშა შავდათუაშვილს -ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში,

რაფაელ ჩიმიშკიანს- ოლიმპიურ ჩემპიონს ძალოსნობაში,

ირაკლი ცირეკიძეს- ოლიმპიურ ჩემპიონ ძიუდოში,

ლერი ხაბელოვს -ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში,

შოთა ხაბარელს- ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში,

დავით ხახალეიშვილს- ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ოლიმპიურ ჩემპიონებს მიღწეული გამარჯვებებისათვის და წარმატებები უსურვა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და მიმდინარე კვირას, სწორედ ამ ზეიმის ფარგლებში, განსაკუთრებულად აღინიშნება იმ ადამიანების ღვაწლი ვინც წვლილი შეიტანა ჩვენ სამშობლოს განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციის საქმეში.

"ეს დიდი ზეიმია თითოეული ჩვენგანისათვის და ამ ზეიმის კაშკაშა ვარსკვლავი თქვენი გამარჯვებებია. ჩვენს არ ვართ დიდი ქვეყანა, არ გვაქვს დიდი ეკონომიკა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ბრწყინავს და ბრწყინავდა ისეთი ადამიანების გამო, როგორებიც თქვენ ხართ. როცა არ ვიყავით დამოუკიდებლები გვჭირდებოდა ასპარეზი, სადაც ვიტყოდით, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში გვექნებოდა დიდი გამარჯვებები და მიღწევები", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42