აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად მუნიციპალური ტრანსპორტის 40%-ი დედაქალაქში ტექნიკური ინსპექტირების გავლის გარეშე გადაადგილდება, რაც ქმნის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების რისკს.
ამასთანავე დასკვნაში წერია, რომ საპატრულო პოლიციის მიერ დამრღვევი მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების ფაქტები საკმაოდ დაბალია.
„ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთათვისაც სავალდებულოა ტექნიკური ინსპექტირების გავლა, საერთოდ არ ცხადდებოდნენ ასეთი შემოწმების გასავლელად. შედეგად 40% მუნიციპალური ტრანსპორტის ქალაქში მოძრაობს ასეთი ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელად. საპატრულო პოლიცია ბუნებრივია ამოწმებს ასეთ შემთხვევებს მაგრამ დაჯარიმებების რაოდენობა იყო საკმაოდ დაბალი,“-განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა.
ქ. თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებები - ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში დღეს პარლამენტში მოისმინეს.
მასალის გამოყენების პირობები






