საკრებულოში „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭებაზე შეთანხმდნენ
პოლიტიკა - 15:35, 23 May, 2018     1046
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ვარდების მოედნისთვის ახალ სახელზე შეჯერდა. კომისიის გადაწყვეტილებით, მოედანს პირველი რესპუბლიკის სახელი ეწოდება. საკითხი დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.


კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა დეპუტატებს „ვარდების რევოლუციის მოედნის“ სახელდების რამდენიმე ვარიანტი წარუდგინა, რომლებიც 22 მაისს, საკრებულოში გამართული საჯარო განხილვის დროს გაჟღერდა. კერძოდ, პირველი რესპუბლიკის მოედანი; პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი; საქართველოს რესპუბლიკის მოედანი; რესპუბლიკის მოედანი და დამოუკიდებლობის მოედანი.

„საჯარო განხილვაზე სხვადასხვა ვერსიები მოვისმინეთ. მნიშვნელოვანია ის, რომ ვერსიები და მოსაზრებები გაჟღერდა სახელის ფორმულირებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა, რომ ერთ-ერთ ვარიანტზე შევჯერდეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შინაარსობრივად შეიცვლება სახელწოდება, საუბარია ფორმულირებაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სწორად უნდა შევარჩიოთ სახელწოდება,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

კომისიის სხდომაზე ირაკლი ზარქუამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება არავის ებრძვის და ეს არ უკავშირდება პოლიტიკას. კომისიის წევრებმა და დამსწრე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პირველი რესპუბლიკის მოედნის ვარიანტს. სწორედ ეს სახელწოდება წარედგინება საკრებულოს სხდომას დასამტკიცებლად.

სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს ასევე თბილისის რამდენიმე ქუჩისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერი მოღვაწეების სახელების მინიჭების საკითხს. მათი სახელები მიენიჭება იმ ქუჩებს, რომელთა სახელწოდებები საბჭოთა ოკუპაციასთან ასოცირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42