მედიაწიგნიერების კურსის და სასწავლო რესურსების მომზადების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 15:18, 23 May, 2018     1109

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და მედიის განვითარების ფონდმა (MDF), მედიაწიგნიერების პროგრამის ფარგლებში, ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.

თანამშრომლობის ფორმატში გათვალისწინებულია, სკოლებში მედიაწიგნიერების სასწავლო კურსის დანერგვის მიზნით, სილაბუსის შემუშავება, რომელიც სასკოლო სივრცეში მედია შინაარსის კრიტიკულ გააზრებას და ინფორმაციული უსაფრთხოების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. მედიაწიგნიერების კურსის და სასწავლო რესურსების მომზადების შემდეგ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან პარტნიორობით, დაგეგმილია მედიის განვითარების ფონდის მიერ პედაგოგთა გადამზადება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაში ახალი საგნის ინტეგრირება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გამოთქვა მზაობა, ხელი შეუწყოს სასკოლო სივრცეში ახალი ცოდნის და უნარების დანერგვას. მისი თქმით, “მედია და ინფორმაციული წიგნიერების საგნის სასკოლო პროგრამაში ინტეგრირება დასავლეთის არაერთ ქვეყანაში ხორციელდება და ის UNESCO-ს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღნიშნული პროგრამა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და სკოლებში ახალი ცოდნისა და უნარების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს”.

ილიას უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას აზრით, “ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, როდესაც მედიის ტრადიციული გაგება შეიცვალა და ნებისმიერი ადამიანი, როგორც ინფორმაციის შემქმნელი, ასევე გამავრცელებელია, მოზარდებში მედიაწიგნიერების უნარების განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია”.

პროექტი “სკოლებში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა” საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42