მნიშვნელოვანია, მომავალი თაობა აქტიურად ფიქრობდეს ქვეყნის მომავალზე - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 13:50, 23 May, 2018     1036
პრეზიდენტი სასახლეში სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის - სასკოლო კლუბების ქსელი" მონაწილეებს შეხვდა.

პროექტი მიზნად ისახავს სკოლებში საკლუბო საქმიანობის განვითარებას, მოსწავლეთა ცოდნის და ცნობიერების ამაღლებას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს შესახებ, მათ ჩართვას შესაბამისი თემატიკის სხვადასხვა ღონისძიებებში, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ზოგადად, ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას და სასკოლო ცხოვრების გააქტიურებას.

გიორგი მარგველაშვილმა პროექტში მონაწილე აქტიურ და წარმატებულ სკოლებს სერტიფიკატები გადასცა და პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რაიონების - გურჯაანის, ყვარლის, მცხეთის, ქარელის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის და თბილისის სკოლები მონაწილეობდნენ და პროექტმა მთელი საქართველო მოიცვა.

"ფიქრი საქართველოზე და სამშობლოს მომავალზე ძალიან მნიშვნელოვანია მისი სამომავლო განვითარებისათვის. თქვენი ჩართულობით უზრუნველყოფთ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების ჩართულობასა და აქტიურობასაც, რომლებიც აცნობიერებენ, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა ფიქრობს როგორ მიხედოს და მოუაროს საკუთარ ქვეყანას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პროექტს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ახორციელებს.
პროექტი აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 20-მდე სკოლის 200-მდე მოსწავლეს, პედაგოგებს, საჯარო უწყებებსა და რეგიონალური თემის წარმომადგენლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42