დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
პოლიტიკა - 12:55, 23 May, 2018     929

აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს ნიდერლანდების ჯგუფიდან რიჩარდ დორნბუშს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და სამომავლო რეფორმებზე. პოზიტიურად შეფასდა საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები. წინასწარი მონაცემით, 2018 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.6% შეადგინა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 5.2% -ია. აღინიშნა, რომ სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა 2018 – 2023 წლებში.

მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში. აღინიშნა ის გარემოება, რომ ფონდის პროგრამა საქართველოს მთავრობის სამოქმედო 4-პუნქტიან გეგმას ეფუძნება, რომლის მიზანიც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაა.

აღინიშნა, რომ მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა ძირითადად შემდეგ სფეროებში დაფიქსირდა: დამამუშავებელი მრეწველობა; ტრანსპორტი; სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა; უძრავი ქონება. ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა მომსახურების ექსპორტის ზრდამ.

როგორც აღინიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ვაჭრობის დივერსიფიკაციის და ინოვაციების წახალისების მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები კი ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონის ზრდას.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება ან სამომავლოდაა დაგეგმილი. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საკრედიტო - საგარანტიო რეფორმაზე, რომლის განხილვაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას მნიშვნელოვნად გაუადვილებს. რეფორმა ითვალისწინებს სპეციალური ფონდის ჩამოყალიბებას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ბანკებიდან აღებული სესხების დაბრუნებას გარანტორად დაუდგება. აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

შეხვედრაზე ითქვა, რომ აღნიშნული მექანიზმი უნიკალურია საქართველოს სინამდვილეში, თუმცა ის დიდი ხანია, წარმატებით არსებობს ევროპისა და აზიის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. აღნიშნული მექანიზმის ამოქმედება არა მხოლოდ გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, რაც შემდგომში მათ განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა დასაქმების პროცესზეც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42