„ამ ინფორმაციებმა ჩემი თავდაპირველი წარმოდგენა გაამყარა, იმის შესახებ, რომ ეს ადამიანი ვერ პოულობს სამართალს ამ ქვეყანაში. ის სამართლიანობის აღსრულების ნაცვლად პოვებს საშინელ შევიწროებას და ცინიკურ დამოკიდებულებას საქართველოს ე.წ სამართალდამცველი უწყებების მხრიდან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ხელისუფლებას, სამართალდამცავ სისტემებს, რომ მიიღონ გონივრული, ადამიანურად სწორი, სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილებები, შეეშვან დამნაშავეთათვის ხელის დაფარებას და ამასთანავე დავსძენთ, რომ ჩვენ დავიწყებთ მტკიცე, რადიკალურ სამოქალაქო და პოლიტიკურ პროტესტს, მათ შორის მძლავრი საპროტესტო აქციებით ამ საკითხთან დაკაშირებით, რათა ეს ადამიანი არ იყოს მარტო და რათა აღსრულდეს სამართალი, რათა მეორედ არ მოკლან ის ბავშვი."- გაანცხადა მაჭუტაძემ.
ზაზა სარალიძე დღეს "ღია პლატფორმაში" შემავალი პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. სარალიძემ მათთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პროკურატურა მას აშანტაჟებს და სასტიკი მკვლელობის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






