სტრასბურგის სასამართლოში ისტორიული პროცესი მიმდინარეობს - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ #2
პოლიტიკა - 12:01, 23 May, 2018     1595

სტრასბურგის სასამართლოში ისტორიული პროცესი მიმდინარეობს - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ #2. ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას ასრულებს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანა უპრეცედენტო გადაწყვეტილების მოლოდინშია. დღეს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად გავა, თუმცა მანამდე მხარეთა არგუმენტებს მოისმენს.

ამ წუთებში თავის პოზიციას აფიქსირებს ქართული მხარე. სხდომა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატის ბრიტანელი ბენ ემერსონის გამოსვლით დაიწყო.

„ვამახვილებთ ყურადღებას ყველა ძირითად მტკიცებულებაზე. ჩვენი პასუხი იმ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილ იქნა 2008 წლის ომის დროს არის სამართლებრივი. შეუძლებელია სხვა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ სამართლებრივი და დემოკრატიული ღირებულებების სახელმწიფო ვართ.

ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნება“-განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ.

საქართველოს ხელისუფლებას იუსტიციის სამინისტრო ორ ბრიტანელ ადვოკატთან ერთად წარმოადგენს. საქართველომ 700-ზე მეტი მტკიცებულება წარმოადგინა.

პროცესს სტუმრის სტატუსით ესწრება სტრასბურგში საქართველოდან ყოფილი მოსამართლე ნონა წოწერია. სწორედ მისი მოსამართლეობის დროს სტრასბურგში შეიტანა ქართულმა მხარემ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი.

„დღევანდელი დღე ნამდვილად ისტორიულია, დიდი გამოწვევის წინაშე არის სასამართლო, იმიტომ რომ საქმე კომპლექსური და რთულია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევას სასამართლო ისევე ღირსეულად გაუმკლავდება, როგორც ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ამ სასამართლოს წინაშე როდესმე მდგარა“-განაცხადა ნონა წოწრიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42