"როდესაც საქმე გვაქვს ისეთ სისტემასთან, რომელიც გვეუბნება - დაიწყოს მცირეწლოვანების ომი, მერე რაო, ეს სისტემა უნდა გავაჩეროთ ნებისმიერი ხერხით" - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 12:19, 23 May, 2018     1348
ხორავას ქუჩის ტრაგედია - მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე დღეს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისში „ღია პლატფორმის“ წევრებს შეხვდა. რომლის ფარგლებში მიმდინარე გამოძიების დეტალებსა და მომხდარ ფაქტზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ედპ-ის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, რომ პროკურატურას არ უნდა შერჩეს მტკიცებულებების გაყალბების ფაქტი და პოლიტიკური სპექტრი გამოძიების მიმდინარეობისას მოკლული არასრულწლოვნის ოჯახს გვერდით დაუდგება:

„ამ ტრაგედიის ფონზე არ მეგონა თუ კიდევ ასე მწარედ მეტკინებოდა გული, რამდენად ახდენს ზეწოლას სახელმწიფო სისტემა შვილ მკვდარ მამაზე, რომელიც იბრძვის სამართლიანობის მისაღწევად. ამ ადამიანს ბევრი არაფერი სურს, მას სურდა დასჯილიყვნენ ის ადამიანები, ვინც არიან დამნაშავეები მისი შვილის მკვლელობაში. ეს პასუხისმგებლობა და ეს ფაქტი უკვე არა მხოლოდ ამ ადამიანის პრობლემაა, ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის პრობლემაა, რომელსაც შესაძლოა შვილი მოუკლან და მთელი სისტემა მას დაეჯახოს იმიტომ, რომ ვიღაცას ხელს აფარებენ პროკურატურაში. მე მოვისმინე მის მიმართ ნათქვამი საშინელი განცხადება, როდესაც ასეთ რამეს ეუბნები ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, ჯერ ეს არის სამარცხვინო, მაგრამ მეორეს მხრივ ადამიანი ეუბნება, თუ სამართლიანობა არ აღდგება შეიძლება მივიღოთ ე.წ. მალალეტკების ომი თბილისის ქუჩებში და ეს გინდათო? ადამიანი წუხს ამაზე, არა მარტო თავისი შვილის ფაქტზე წუხს და პროკურორისგან იღებს პასუხს, მერე რა მოჰყვეს, მე რა ვქნაო. როდესაც ასეთ სისტემასთან გვაქვს საქმე, აქ არ არის საუბარი პოლიტიკაზე, ეს არის ჩვენი მორალური, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ჩვენ ბოლომდე დავუდგებით ამ ადამიანს და თუ სასამართლო ან პროკურატურა ამ დღეებშიც გააგრძელებს იმავეს, მზად ვართ ამ პროცესში ჩაერთონ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ მთელი სამოქალაქო საზოგადოება, ვისაც სტკივა ის, რაც ვიცით.

როდესაც საქმე გვაქვს ისეთ სისტემასთან, რომელიც გვეუბნება დაიწყოს მცირეწლოვანების ომი, მერე რაო, ეს სისტემა უნდა გავაჩეროთ ნებისმიერი ხერხით. მოვლენები ვითარდება, ყველა პროცესში განზე ვიყავით, ხვალიდან ჩავერთვებით სასამართლო პროცესი იქნება ეს თუ პროკურატურაში მიმდინარე მოვლენები, ის უდიდესი კრიმინალური დანაშაული, რაც ჩაიდინა პროკურატურამ, გაანადგურა მტკციებულებები, ეს პროკურატურას არ უნდა შერჩეს“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42