„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის პლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის განცხადებას გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ მას უთვალთვალებენ და აშანტაჟებენ. ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლება შანტაჟის ენით ლაპარაკობს შვილმკვდარ მამასთან. ნიკა მელია ამას ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თემას უკავშირებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება იძულებულია საკუთარი უკანონობის ტყვეობაში იყოს და დანაშაული დანაშაულზე ჩაიდინოს, რადგან მირზა სუბელიანი, რომლის შვილიც ამ მკვლელობასთანაა დაკავშირებული, ხელისუფლებას აშანტაჟებს იმით, რომ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს გაამჟღვანებს და მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კადრებს გაავრცელებს.
„ადამიანი, რომელსაც შვილი მოუკლეს და დღეს ღიად საუბრობს გულისტკივილით და ამბობს რომ მას უთვალთველებენ, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ გატეხეს და პროკურატურამ ვერ დაიმორჩილა ეს ადამიანი. სახელობითად იცის საკუთარი ბავშვის მკვლელები და არ სჯიამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის შვილია ერთ-ერთი. ამ საქმეს არ დაანება თავი და დღეს როგორც ჩანს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ უთვალთვალოს და აშანტაჟოს.
ამ ადამიანს სჭირდება გვერდში დგომა და არა მხოლოდ პოლიტიკოსების, სამოქალაქო ერთობაა საჭირო ამ ადამიანის გარშემო. დარწმუნებული ვარ ხელისუფლება ძალიან კარგად ხვდება რომ სისულელეს აკეთებს, ერთი რომ არ დასაჯა მკვლელები და მეორე რომ მტკიცებულებებს აყალბებს. უბრალოს სასწორის მეორე მხარეს ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ დევს, ამ შემთხვევაში ეს როგორც ჩანს უკავშირდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან უკანონო გაყვანას, სუბელიანი იყო გენინსპექციის უფროსი და მას წვდომა ქონდა ამ კადრებზე. ამიტომ ხელისუფლება იძულებულია საკუტარი უკანონობის ტყვეობასი იყოს და დანაშაული დანაშაულზე ჩაიდინოს.
მე დარწმუნებული ვარ რომ ზაზა სარალიძეს ყველა ადამიანი გამოეხმაურება და გვერდში დაუდგება ეს არაა მხოლოდ პოლიტიკური საკითხი, ეს არის მორალური და ზნეობრივი საკითხი. ამაზე უზნეო საქმე „ქართულ ოცნებას“ მემგონი არც კი გაუკეთებია, მიუხედავად რომ ბევრი უზნეობა აქვს ჩადენილი ამ 6 წლის განმავლობაში.“- განაცხადა ნიკა მელიამ
მასალის გამოყენების პირობები






