გიორგი ჩერქეზიშვილი იაპონური კომპანია NEXI-ის ხელმძღვანელებს შეხვდა
პოლიტიკა - 11:51, 23 May, 2018     951

იაპონური კომპანია Nippon Export and Investment Insurance-ის (NEXI) საქართველოში საქმიანობის დაწყების შესაძლებლობები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილისა და NEXI-ის თავმჯდომარის ,კაზუჰიკო ბანდოს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა ესწრებოდა.

NEXI იაპონიის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიაა, რომელიც იაპონურ კომპანიებსა და ბანკებს სთავაზობს სხვადასხვა პოლიტიკური და კომერციული რისკებისგან სავაჭრო/საინვესტიციო დაზღვევას, რათა ხელი შეუწყოს მათ საერთაშორისო საქმიანობაში.

შეხვედრის საუბრის თემა NEXI-ს საქმიანობის საქართველოში წამოწყების პერსპექტივა და შესაძლებლობები იყო. გიორგი ჩერქეზიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა შეხვედრის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ NEXI-სთან ახლო ურთიერთობა ხელს შეუწყობს იაპონური ინვესტიციების და კომპანიების შემოდინებას ქართულ ბაზარზე.

სამინისტროს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა თაბაგარი და ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების სამმართველოს უფროსი ნინო გამხარაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42