"ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია ერთი კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება" - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 10:55, 23 May, 2018     965
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, საბოლოო პოზიცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება და კონკრეტიკასთან დაკავშირებული საჯარო განცხადებები ამის შემდეგ გაკეთდება.

„დღეს გვქონდა ჩვენ შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში პარტიის თავმჯდომარესთან ერთად ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს იყო ერთადერთი განსახილველი თემა და შეიძლება ითქვას, რომ მოხდა პოზიციების დაახლოება ანუ საბოლოო სახით ჯერ არ არის ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება მთელი თავისი შინაარსით, თუმცა, მოხდა პოზიციების დაახლოება, რაც არის ძალიან კარგი წინაპირობა იმისა, რომ საბოლოოდ მოვახერხებთ ჩვენ ერთიანი კანონპროექტის შემუშავებას. არის ამის ყველანაირი წინაპირობა შექმნილი. ვადებში ჩვენ ვართ, როგორც მოგეხსენებათ შეზღუდული. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ივნისის დასაწყისამდე მოხდება აუცილებლად ინიცირება კანონპროექტის, საკითხის განხილვა დაიწყება ჯერ საკომიტეტო ფორმატში და ჩვენ ვგეგმავთ, რომ საშემოდგომო სესიამდე, ანუ ივნის-ივლისში უკვე საბოლოოდ მივიღოთ შესაბამისი კანონპროექტი. ეს არის ჩვენი ამოცანა. საბოლოოდ ჩამოყალიბდება პოზიცია უკვე უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში სავარაუდოდ და ამის შემდეგ უკვე გაკეთდება საჯარო განცხადებები კონკრეტიკასთან დაკავშირებითაც“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, კანონპროექტი უკვე არსებულ დოკუმენტს დაეფუძნება თუ ახალი კანონპროექტის ინიცირება მოხდება - ეს ტექნიკური დეტალებია. „ეს ყველაფერი არის ტექნიკური დეტალები. ჩვენთვის მთავარია, რომ შევაჯეროთ ძირითადი პრინციპები, კონკრეტული დეტალები და ამის საფუძველზე უკვე მივიღებთ კონკრეტულ კანონს. დანარჩენი უკვე ტექნიკური დეტალებია, რომელიც, ალბათ, საზოგადოებისთვის, ალბათ, ნაკლებად არის საინტერესო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა, არსებითად, საკითხის ირგვლივ გუნდში არსებული სხვადასხვა მოსაზრებები მოისმინა.

„დღეს ბატონმა ბიძინამ არსებითად მოისმინა სხვადასხვა პოზიციები. სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ისიც იყო, რა თქმა უნდა, ჩართული დისკუსიაში, ისიც გამოთქვამდა, რა თქმა უნდა, თავის მოსაზრებებს, თუმცა, არსებითად, ის ისმენდა იმ პოზიციებს, რომლებიც იყო წარმოდგენილი გუნდში, სხვადასხვა მოსაზრებები იყო გაჟღერებული და ამის საფუძველზე, მთლიანობაში, ჩამოყალიბდება ერთიანი პოზიცია. რაც მთავარია, მოხდა ამ პოზიციების დაახლოება და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმან, რომ ეს დისკუსია წარიმართებოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გუნდის მთავარი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებლის მიმართ კანონმდებლობა ჰუმანური, ხოლო რეალიზაციის მიმართ - მეტად გამკაცრებული იყოს.

„ჩვენ გვაქვს ყველას ერთი და იგივე მიდგომა-აქ ვერ იქნება ვერანაირი ლიბერალური ან რადიკალური პოლიტიკა. აქ ჩვენთვის მთავარია, რომ პრინციპებზე შევჯერდეთ და პრინციპი არის ჩვენი გუნდის მხრიდან გაცხადებული და პრინციპებზე ყველა ვთანხმდებით. პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ კანონმდებლობა უნდა იყოს ჰუმანური მომხმარებლის მიმართ, როგორც ასეთი, და უნდა იყოს კიდევ უფრო მეტად გამკაცრებული პოლიტიკა რეალიზაციის თვალსაზრისით. ეს არის საერთო პრინციპები. აქ არ არის საუბარი ლიბერალურზე თუ რადიკალურზე, ჩვენთვის მთავარია, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეამცირებს, პირველ რიგში, ნარკოტიკების მოხმარებას საქართველოში-ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ამოცანა, და მეორე, რომელიც უზრუნველყოფს ჰუმანური პოლიტიკის ჩამოყალიბებას ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ზოგადი ამოცანა და ამ პრინციპებზე ყველა ვთანხმდებით. აქ არ არის საუბარი ლიბერალურ თუ რადიკალურ მიდგომაზე“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, „ლეგალიზება“ სახიფათო ტერმინია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სფეროს სათანადო რეგლამენტაცია სჭირდება, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.

„ლეგალიზება, პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ცოტა სახიფათო ტერმინია. ლეგალიზება შეიძლება დავარქვათ იმას, რაც ხდება ჩვეულებრივ პროდუქტებთან დაკავშირებით. აქ არის კონკრეტული მოცემულობა ჩამოყალიბებული, მოცემულობა არის ჩამოყალიბებული განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო თავისი გადაწყვეტილება. ჩემი დამოკიდებულება მდგომარეობს იმაში, რომ საჭიროა ამ სფეროს სათანადო რეგლამენტაცია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება. ეს არის არსებული რეალობა. რეგლამენტაცია არის საჭირო. მთავარია, სწორად გაიწეროს ამ შემთხვევაშიც კანონმდებლობა და აქაც ამოსავალი წერტილი უნდა იყოს იგივე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ზოგადად, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42