„მოზარდების მკვლელობის საქმეში საგანგაშოა ის, რომ პროკურატურის მაღალჩინოსნის ჩარევა იკვეთება“ - ლევან ბეჟაშვილი
პოლიტიკა - 21:49, 22 May, 2018     1390
"ნაციონალური მოძრაობა" მზად არის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდეს. ენმ-ში მოზარდების მკვლელობის გამოძიების ირგვლივ კითხვები აქვთ.

"ნიუპოსტთან" საუბრისას ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ საქმეში ფიგურირებს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ამიტომ საჭიროა გამოძიებისა და სასამართლო პროცესების მაქსიმალური კონტროლი, რომ საქმის ფალსიფიცირება არ მოხდეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი ზაზა სარალიძის განცხადებას ყურადღებით ეცნობიან და სამოქმედო გეგმასაც განიხილავენ.

"ბოლო თვეების საზოგადოება აკვირდება ამ ტრაგიკული კრიმინალური ფაქტის შედეგად განვითარებულ მოვლენებს. დაზარალებულების ოჯახის წევრები და ასევე დაცვის მხარის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ვაკვირდებით სასამართლო პროცესებს, მოწმეთა ჩვენებები პროცესიდან პროცესამდე ურთიერთ საწინააღმდეგოა და იცვლება. მტკიცებულებების გაყალბებისა და დამალვის უამრავი ფაქტი ვიხილეთ. ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია, არ ვერეოდით საგამოძიებო და სასამართლო საქმიანობაში, რადგან ეს ფაქტი, ეს ტრაგედია პოლიტიკური ინტერესებისთვის არ ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა როცა პირდაპირ ვხედავთ, რომ აქტიური ჩარევა მიმდინარეობს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით წარიმართოს, და თავად დაზარალებული მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს მისი პირადი უსაფრთხოება და გამოძიების ობიექეტურად ჩატარება უზრუნველყოფილი იყოს, ბუნებრივია ჩვენ, ვიხილავთ შესაძლებლობას შევხვდეთ დაზარალებულს, მოვისმინოთ მისი არგუმენტები და გარკვეული სამოქმედო გეგმაც დავსახოთ"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ლევან ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, რადგან სარალიძე ზოგადად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მიმართავდა ენმ მზად არს ამ კონსულტაციებში სხვა ძალებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა.

"მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომ ამ ოჯახის ტრაგედიის გათავისება და ზოგადად განზოგადება მოხდეს, რადგან უამრავი სისხლის სამართლებრივი საქმეა, როდესაც პირდაპირ იკითხება კონკრეტული ჩინოვნიკების ინტერესი და ხდება მსგავსი საქმეების ჩაფარცხვა.

ამ კონკრეტულ საქმეში საგანგაშოა ის ვითარება, რომელიც გამოიკვეთა და რომელიც პროკურატურის მაღალჩინოსნის ჩარევას გულისხმობს, ამის შესახებ არაერთი მტკიცებულება გავრცელდა. სერიოზულ ეჭვებს აღძრავს ის გარემოებაც, რომ ეს ადამიანი (მირზა სუბელიანი) მხილებულია და მოიაზრება ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეში. როგორც ჩანს, ხელისუფლებას გარკვეული ვალდებულებები გააჩნია ამ ადამიანის მიმართ და თავის მხრივ ეს უკანასკნელი უხეშად იყენებს თავის სამართლებრივ სტატუსს და ერევა პროკურატურის საქმიანობაში, ასევე მოწმეების ჩვენებების შეცვლაში და ასევე მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში. იმისთვის რომ ობიქტური ჭეშმარიტება დადგენილ იქნას ამ საქმეს სერიოზული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონტროლი სჭირდება"- დასძინა ბეჟაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ამბობს, რომ პროკურატურას საქმის ობიექტური გამოძიების სურევილი არ აქვს.


ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მას სამართალდამცველები უთვალთვალებენ და ამ გზით შოთაძის უწყება მის დისკრედიტაციას ცდილობს.


სარალიძემ დღეს პოლიტიკოსენბს მიმართა და მხარდაჭერა სთხოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42