აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია - ამერიკელი სენატორები
პოლიტიკა - 20:51, 22 May, 2018     1003
აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, - ამის შესახებ სენატორებმა - რონ ჯონსონმა და კრის მერფიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადეს.

შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე რონ ჯონსონმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და ევრაზიის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე კრის მერფიმ განსაკუთრებით აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში, რეფორმების გზით მიაღწია.

სენატორების შეფასებით, მისასალმებელია, რომ რუსეთის აგრესიის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სტაბილური განვითარების გზა შეინარჩუნა.

განსაკუთრებით გაესვა ხაზი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ პროგრესს და უსაფრთხოების გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებშიც საქართველოა ჩართული.

რონ ჯონსონმა და კრის მერფიმ ასევე განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნეს ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორც სამხედრო რეფორმების, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით.

სენატორებმა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ საქართველოს აშშ-ში, “რესპუბლიკელებისა” და “დემოკრატების” ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42