ჯაშმა აღნიშნულის შესახებ „ვარდების მოედნისთვის“ სახელის შესაძლო გადარქმევასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ნებისმიერი სახელდების პროცესში ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის პოზიცია გახლავთ ის, რომ ჩვენ ჩვენს ისტორიებს პატივი აუცილებლად უნდა ვცეთ. თუმცა წონადობა იმ ისტორიული მოვლენების ბუნებრივია, განხილვის საკითხი შეიძლება იყოს. პირველი რესპუბლიკა საქართველოსთვის ბოლო საუკუნის მანძილზე უაღრესად ისტორიული მოვლენა იყო, შესაბამისად, ისტორიული წონადობა საქართველოსთვის პირველ რესპუბლიკას ბევრად უფრო მასშტაბური აქვს. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, როდესაც ჩვენი ისტორიის სხვადასხვა ფაზების მიმართ დამოკიდებულებები იცვლება. იმედი მაქვს, რომ ვარდების რევოლუციის სახელიც ჩვენს ისტორიას აუცილებლად შემორჩება, რადგან ეს ჩვენი გარდამავალი ქვეყნის სახელმწიფოებრივი მშენებლობისთვის თავისი წარმატებებით და შეცდომებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ჩვენს უახლეს ისტორიას არ უნდა ვივიწყებდეთ" - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
მასალის გამოყენების პირობები






