ერთი წელი თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებიდან - რა ნეგატიური გავლენა იქონია ამ გადაწყვეტილებამ ზუგდიდზე
პოლიტიკა - 14:42, 22 May, 2018     1353
1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოართვეს და თვითმმართველი ქალაქი და თემი გაერთიანდა. აღნიშნული ფაქტს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ , ენმ-ს წევრი ანი წითლიძე ამ მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ იმ ნეგატიურ მოვლენებზე წერს, რაც ამ ფაქტმა იქონია თვითმმართველობის, როგორც ინსტიტუციურ განვითარებაზე:


„როგორც მოსალოდნელი იყო და ვპროგნოზირებდით ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა და ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებამ ნეგატიური გავლენა იქონია ადგილობრივ თვითმმართველობის, როგორც ინსტიტუციურ განვითარებაზე, საკრებულო და მერი კიდევ უფრო კონტროლირებადი გახდა ცენტრალური ხელისუფლების, რეგიონში გუბერნატორის მხრიდან, საკრებულო ფაქტობრივად ნოტარიული ბიურო გახდა, სადაც ნებისმიერ გადაწყვეტილება ისე მიიღება და უმრავლესობის წევრები ისე აძლევენ ხმას, ხშირ შემთხვევაში არც კი იციან რას ეყრება კენჭი. მუნიციპალიტეტების გამსხვილებამ კიდევ უფრო დაშორა ადგილობრივი ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას, რაც მოსალოდნელი იყო, მუნიციპალიტეტში შემავალი 30 სოფელი სულ სხვა საჭირობების წინაშე დგას ვიდრე ქალაქი. მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანების ძირითად არგუმენტებად სახელდებოდა, რომ გაყოფილმა ერთეულებმა ვერ უზრუნველყვეს საკუთარი შემოსავლების ზრდა, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება და მოქალაქეთა ჩართულობა. თუმცა მუნიციპალიტეტის გაერთიანების ერთ წლის თავზე არც ერთი ეს პრობლემა არა თუ გამოსწორებულა პირიქით გაუარესდა. კიდევ ერთი არგუმენტი რომელიც მუნიციპალიტეტების გაერთიანების დროს ხელისუფლების მხრრიდან სახელდებოდა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იყო. აქაც პირიქით მივიღეთ, გაერთიანებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 500 მეტი თანამშრომელი მუშაობს ვიდრე წინა გაყოფილ მუნიციპალიტეტში იყო, საბოლოო ჯამში ზუგდიდის ბიუჯეტს 2300 საჯარო მოხელის რჩენა უწევს რომლებიც გაუგებარია რა ფუნქციას ასრულებენ სხვადასხვა აიპიებში. ნახევარი მილიონით გაიზარდა ადმინისტრაციულ ხარჯები.

არც ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მხრივ გადადგმულა ნაბიჯი. პირიქით, ადგილობრივ თვითმმართველობას ახლა უფრო მეტად უჭირს ადგილობრივ მოსახლეობასთან კონატაქტი ვიდრე წინა მუნიციპალიტეტში. თუ მანამდე ქალაქში 60 000 მოსახლესთან უწევდა კონტაქტი ახლა გაერთიანებული მუნიციპალიტეტის პირობებში 140 ათასზე მეტია. რაც საერთოდ გამორიცხავს ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნდამენტურ ფუნქციას უფრო ახლოს იყოს ხალხთან. ფორმალურია ადგილობრივი საერთო კრებები, მთელი თავისი საკანონმდებლო ხარვეზებით რომელიც მოსახლეობის რეალურ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ფაქტობრივად გამორიცხავს.

იგივე დარჩა კორუფციული სქემები და ტენდერები ადგილობრივი თანამდებობის პირების მონაწილეობით, საკრებულო კი ვერ ასრულებს მთავარი მონიტრონგის ფუნქციას მერიაზე. ამ ფონზე, შემცირდა სოციალური პროგრამები, მაგალითად შშმპ პირებზე ერთჯერადი დახმარებები, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა, უფასო სასადილოს ბენეფიციარების დღიური ულუფა 97 თეთრზე ნაკლები გახდა. ვერც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მუნიციპალიტეტში ვერ განხორციელდა. ბიუჯეტი ისევ არ არის პროგრამული და გაურკვეველია ბიუჯეტის პრიორიტეტები, მუნიციპალიტეტს არა აქვს განვითარების გეგმა და ვერანაირ გრძელვადიან შედეგს ვერ აღწევს განვითარების კუთხით.“- აცხადებს ანი წითლიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42