“ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში და იმედი მაქვს მალე საქართველოშიც შევძლებთ მის განხორციელებას“
პოლიტიკა - 12:38, 22 May, 2018     944

„ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი, რომელიც „ ინოვაციებისა და განვითარების ფონდის’ მიერ შეიქმნა, არის უპრეცენდენტო მსოფლიოში. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, ჩემს მშობლიურ საქართველოშიც შევძლებთ მის მიღებას“ - ამ სიტყვებით მიმართა გიორგი ვაშაძემ, უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს. ვაშაძის კანონპროექტი, ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ, რამდენიმე თვეში უნდა ამოქმედდეს, მანამდე კი ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ეს არის პირველი პრეცენდენტი მსოფლიოში - უკრაინაში, შეიქმნება პირველი ანტიკორუფცული სასამართლო და ეს იქნება კორუფციასთან ბრძოლის რეალური ინსტიტუცია. კანონპროექტი კომიტეტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა.

უმეტესობა თანხმდება, რომ ეს არის პროექტი, რომლის არსებობაც საჭიროა. პროექტი 2019 წლის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს, მუშაობა უკვე დასკვნით ფაზაშია, ვათანხმებთ ბოლო დეტალებს. ბოლო კვირის განმავლობაში გავმართეთ შეხვედრები კომიტეტში, დეპუტატებთან, საელჩოებში, ფრაქციებთან, თვითონ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა და რადამ საბოლოოდ მიიღოს აღნიშნული კანონპროექტი.

სასიამოვნოა, რომ არის სრული მზაობა კანონპროექტის მიმართ და სანდოობა არის მაქსიმალურად მაღალი. მივედით იმ ფორმულირებამდე, რომ პროექტი არ ყოფილიყო წინააღმდეგობაში უკრაინულ კონსტიტუციასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა სრულიად რეგიონში. დამოუკიდებელი მოსამართლეების არჩევა, საქართველოში ნომერ პირველი პრობლემაა. ამ მოდელის უკრაინაში ამუშავების შემდეგ, იმედი მაქვს მას საქართველოშიც დავნერგავთ. ჩვენი გუნდის შეთავაზება იყო, რომ მოსამართლეების შერჩევაში ვერ მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკოსებმა, პოლიტიკასთანდ დაკავშირებულმა ადამიანება და პროკურორებმა. სასამართლო იქნება ფინანსურად დამოუკიდებელი და ექნება ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ დაამარცხოს კორუფცია. რაც ყველაზე მთავარია, უცხოურ მოსამართლეებს ექნებათ ვეტოს გამოყენების უფლება“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ‘ინოაციებისა და განვითარების ფონდის’ პრესსამსახურში განაცხადეს, პროექტი მომდევნო წლის დასაწყისში უნდა ამუშავდეს. მათი თქმით, გათვალისწინებულია ყველა ის მოთხოვნა და რეკომენდაცია, რომელიც უცხოურ მხარეს გააჩნდა. რაც შეეხება საქმეებს, რომელსაც სასამართლო განიხილავს, როგორც ფონდში განმარტავენ, აქ იქნება მსხვილი კორუფციული საქმეები დაკავშირებული პოლიტიკასთან ან პოლიტიკოსებთან, როგორიც შეიძლება იყოს რომელიმე მინისტრი, დეპუტატი ან თუნდაც პრემიერ-მინისტი.

შეგახსენებთ, ანტიკორუფციული სასამართლოს კანონპროექტის შექმნამდე, „ინოვაციებისა და განვითარების ფონდმა“ უკრაინაში ჩამოაყალიბა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42