4-6 ივნისს საქართველო ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპულ დიალოგს - EuroDIG 2018-ს უმასპინძლებს
პოლიტიკა - 12:22, 22 May, 2018     892

4-6 ივნისს თბილისში EuroDIG 2018 - „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ გაიმართება. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ღონისძიება სასტუმრო „რუმს“-ში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 400-ზე მეტი სტუმარი ევროპის ქვეყნებიდან და ევროსტრუქტურებიდან, მათ შორის ევროკომისარი ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების საკითხებში მარია გაბრიელი, ევროპის პარლამენტის წევრი (პოლონეთის რესპუბლიკის გაციფროვნების ყოფილი მინისტრი) მიხალ ბონი, ევროპის სატელეკომუნიკაციო ქსელების ოპერატორთა ასოციაციის (ETNO) გენერალური დირექტორი ლის ფური, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ვიცე პრეზიდენტი რაულ ეჩებერია და სხვა მაღალი დონის წარმომადგენლები.

ამ მასშტაბის და მნიშვნელობის ინტერნეტ ფორუმის თბილისში ჩატარება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ საქართველოში ინტერნეტ მმართველობა სწორი მიმართულებით, ინტენსიურად ვითარდება, ინტერნეტი კი ღია და დაცულია. კერძოდ, საქართველოში ბოლო პერიოდში ინტერნეტ მმართველობის რამდენიმე წარმატებული ფორუმის (GeoIGF) ჩატარების შემდეგ, რომლებმაც დადებითი საერთაშორისო გამოხმაურება და შეფასება მიიღო, ევროპული დიალოგის ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე საორგანიზაციო კომიტეტმა რიგით მე-11 EuroDIG 2018-ის თბილისში ჩატარების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ ამ რანგის და მნიშვნელობის ინტერნეტ ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება, ამასთან, EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ინტერნეტ საზოგადოებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ხოლო მეორე შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ტარდება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები როგორც სამთავრობო, ისე კერძო, აკადემიური და არასამთავრობო სექტორებიდან. ამასთან, ფორუმების მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციები და ახალგაზრდები, ისინი ერთობლივად განიხილავენ ინტერნეტის განვითარების აქტუალურ საკითხებს, იმსჯელებენ ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე. ფორუმის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაამყარონ ახალი კონტაქტები და შეიძინონ ახალი გამოცდილება.

ამასთან, ძირითად ღონისძიებას წინ უძღვის ახალგაზრდა თაობის დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე (YOUthDIG), რომელიც 2-4 ივნისს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში ჩატარდება. ღონისძიებაზე ახალგაზრდა თაობა განიხილავს და გამართვას დისკუსიებს ინტერნეტ მმართველობის ძირითად საკითხებზე, ასევე მათ მიეცემათ შესაძლებლობა, შეხვდნენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში დაფუძნებულ ქართულ სტარტაპებს.

ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე - EuroDIG პლატფორმა რამდენიმე ორგანიზაციის, სამთავრობო წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ 2008 წელს შეიქმნა. EuroDIG-ის წლიური მუშაობის დასკვნით ფაზას წარმოადგენს EuroDIG-ის „გზავნილები“ და წინადადებები, რომლებიც წარედგინება გაეროს „ინტერნეტ მმართველობის ფორუმს“ (IGF). EuroDIG ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და წარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ, ღია და მრავალმხრივ ევროპულ პლატფორმას მოსაზრებებისა და საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად - თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42