მისი თქმით, კომისიამ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე უნდა გამოიტანოს.
“მათი ერთი დღე ვარჯიშის გარეშე ყოფნა ორ კვირას უდრის. რამდენი დღე გავიდა? ჩათვალეთ, რომ ეს ის სპორტსმენები არიან, რომელთაც წლების განმავლობაში საქართველოს დიდება მოუტანეს და ისინი რომ არ ვარჯიშობენ ძალიან ცუდია. კომისიამ გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოს. კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის პასუხები მოვისმინეთ და აღვნიშნეთ, რომ ბევრი შეუსაბამობა იყო, კითხვებზე შესაბამისი პასუხები არ იყო გაცემული. ვფიქრობ, რომ ის პასუხები, რაც პრეზიდენტმა კომისიის სხდომაზე გასცა, არასწორი და არადამაკმაყოფილებელი იყო. არანაირი გარე პირები აქ არ არსებობს, ეს არის ტკივილი, რაც ბიჭებს აწუხებთ. წარმატებული მწვრთნელები იყვნენ და გადააყენეს, შემდეგ ამ სფეროში როგორც მწვრთნელები, სრულიად არაკომპეტენტურები მოდიან და ეს შედეგიც დადგა, ბიჭები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს მეც ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო იმით, რომ წარმატებული მწვრთნელები გადააყენა და თავისი მეგობრები მოიყვანა, რაც ყველაზე მტკივნეული და ცუდია. ბიჭებიც იმას ამბობენ, რომ ის მწვრთნელები მიაცილეს, რომელთა მუშაობის შედეგად შეჯიბრებზე კარგად გამოდიოდნენ, შედეგებს იღებდნენ, ახალი შემადგენლობა მოვიდა და შედეგი უკან წავიდა. ვფიქრობ, რომ როცა ასეთი კაზუსი – წარმატებული მწვრთნელების გადაყენება ხდება და მისი შემოქმედია პრეზიდენტი, ის უნდა გადადგეს. რამდენად წონადია, ერთი პრეზიდენტის არასწორი ქმედებიდან გამომდინარე მთელი გუნდის არვარჯიში? ალბათ, პრეზიდენტი ადამიანებმა უნდა დაარწმუნონ, რომ დღეს სპორტსმენების მოთხოვნა ლეგიტიმურია" - აღნიშნა შოთა ხაბარელმა.
მასალის გამოყენების პირობები






