საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია წარმოადგენს იმ ფორმატს, რომელიც ახალი გზების განხილვის შესაძლებლობას იძლევა ორმხრივი ურთიერთობების განვიტარებისთვის:
„გასულ კვირას ინიცირებული საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამის განხორციელების პარალელურად, გვაქვს კიდევ მეტი პოტენციალი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის იმ ეკონომიკური პროექტებისა და კერძო პროექტების განხორციელების კვალდაკვალ, როგორიც არის ანაკლია.
მრავალმხრივ ურთიერთობებში ნატო-ს სამიტზე ველოდებით იმ პროგრესის დაფიქსირებას, რაც ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია. ამასთანავე, რაც შეეხება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს, აშშ-სგან ველოდებით საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მკაფიო მხარდაჭერას“, – განაცხადა დავით ბაქარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






