"ოდესმე მიკითხავს, რატომ გაქვთ პერანგის ყველა "ღრიჭოდან" ამოშვერილი ბანჯგვლები?" - გურამ შეროზია
სოც.მედია - 10:20, 22 May, 2018     5367

ბლოგერი გურამ შეროზია ფეისბუქის გვერდზე მორიგ პოსტს ავქეყნებს:


-ორი წლის წინ თმა შევიღებე ტონიკით და ატყდა ისტერიკა, კაცს რათ გინდოდა ეს მზისფერად მოელვარე დალალებიო
- მერე, მაგნიტ საყურეს ვატარებდი (თქვენდა საბედნიეროდ აქსესუარებს ვერ ვეგუები სხეულზე და სულ ორჯერ მეკეთა) და ტიტუ, წაუხდა კაცობაო
- რამდენჯერმე წარბს შევავლებ ხოლმე ხელს და ზოგ სალონში შოკირებული სახით მიყურებენ ხანდახან
- ჯანმრთელ კვებაზე გადავედი და იიი დიეტაზე ხარ, გოგო ხომ არ ხარო
- ფეხბურთი და ლუდი არ მიყვარს და დედააჰ კაცს რანაირად შეიძლება არ უყვარდესო
- კიდევ მილიონი არაადეკვატური შეკითხვა....

ჰოდა, თქვე დალოცვილებო, ოდესმე მიკითხავს თქვენთვის:

- რატომ გაქვთ ეს უზარმაზარი ღიპი
- რატომ გაქვთ პერანგის ყველა "ღრიჭოდან" ამოშვერილი ბანჯგვლები
- რატომ გაქვთ დაუბანელი თავი, ან რატომ აგდით ოფლის ოხშივარი
- რატომ სვამთ ყანწებით ღვინოს კაცობის დასამტკიცებლად და მერე ჩემთვისაც საჭირო საერთო მოხმარების ტუალეტებს აკავებთ საათიანი რწყევის გამო
- რატომ ვერ ცდება თქვენი ლექსიკა ბოზიშვილივიყოებს და ჩემიდედაშევეცებს
- რატომ გაქვთ დაბალი აიქიუ (თუ ბარბექიუ თუ ქიუ ნეტი) და იქიუ კიდევ საჭმელი რატომ გგონიათ?

აი მიკითხავს?
ჰოდა გამეშვით მეც, მე ჩემს საჯდომს მივხედავ, თქვენ თქვენსას და ქვეყანაც აშენდება.

მამა მურთაზს უთქვამს საპატრიარქოში, ყველამ ჩვენს თავს მივხედოთ და ვცხონდებითო. ჰოდა, ჩემი თუ არ გჯერათ - იმას მაინც დაუჯერეთ. მარტო ხატების გამოჭიმვა კედლებზე და ამავე ხატების წინ ცოლის გინება და ცემა ხომ არ არის...

ვინც ამ პოსტიდან დაასკვნის, რომ ყველას ეხება - დამილოცნია მათი ტვინის სლიკინა ხვეულები.
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42