სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხია ნარკოპოლიტიკა.
ცნობილაია, რომ ნარკოპოლიტიკაზე მმართველ გუნდში დაპირისპირება.
„დეკრიმინალიზაცია უნდა შეეხოს მარიხუანას. დანარჩენი სახის ნარკოტიკებზე მხარს ვუჭერ, პირველ მეორე შემთხვევაზე არ იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, იყოს სხვა კუთხით მუშაობა ამ კატეგორიის ადამიანებთან, თუკი მას საშველი არ დაადგება რა თქმა უნდა მაშინ გამოსასწორებელი სამუშაოები, ანუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ლეგალიზებას მაგაზე საუბარიც არ არის,“-აცხადებს კარლო კოპალიანი.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორების” თავმჯდომარე გიგა ბუკია კი აცხადებს, რომ კანონი მკაცრი უნდა იყოს ნარკორეალიზატორების მიმართ.
„ჩვენ დავუჭერთ მხარს ისეთ კანონს, რითაც შემცირდება ნარკოტიკების რაოდენობა და ხელმისაწვდომობა ქვეყანაში და ამავე დროს შემცირდება ნარკომომხმარებლების რაოდენობა“-აცხადებს ბუკია.
მასალის გამოყენების პირობები






