როგორც ცნობილია, სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხია ნარკოპოლიტიკა.
საპარლამენტო უმრავლესობა ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის მომზადებაშიც კი დასახმარებლად ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ - ასე აფასებენ აღნიშნულ ფაქტს ოპოზიციაში.
„ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ჭკუის საკითხავად მიდიან ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც კვლავ რჩება ამ სახელმწიფოს არაფორმალურ მმართველად. ვნახოთ რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილის, ივანიშვილი რასაც გადაწყვეტს სამწუხაროდ ის იქნება ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების წესი“- ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კოტე იოსელიანი.
"ევროპული საქართველოს" წევრები ამბობენ, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გაირკვევა რა სურს ივანიშვილის ოჯახს, კონკრეტულად კი ბერას.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ნარკოპოლიტიკის რეფორმა საჭიროა როგორც ნარკომომხმარებლების ასევე რეალიზატორების მიმართ.
„ნარკოპოლიტიკა რომელიც დღეს აშკარად არაეფექტურია ორივე მიმართულებით არის შესაცვლელი. უფრო ეფექტურად ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, მაგრამ უცილებელია, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ იყოს ამოქმედებული ჯანდაცვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები“- აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






